ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ შშ-ში ძალადობის, ქურდობის ან ძარცვის ჩადენის შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს ვიზის გაუქმება – “ან ვეღარ შეძლოთ ვიზის აღება მომავალში”
„აშშ-ში ძალადობის, ქურდობის ან ძარცვის ჩადენა მხოლოდ სამართლებრივ პრობლემებს არ იწვევს, შესაძლებელია, გაგიუქმონ ვიზა, ან ვეღარ შეძლოთ ვიზის აღება მომავალში. შეერთებული შტატები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კანონის უზენაესობას და უცხოელი ვიზიტორებისგან ამ კანონების დაცვას მოელის“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ამერიკის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
კომენტარები