• რეკლამა
  • კონტაქტი
12:10, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სადაც ბიძინა ივანიშვილია, იქ არის წარმატება და ყურადღების ცენტრში ყოფნა – ზვიად ძიძიგური

ალია ავტორი - ალია
16:50 02-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, ბევრი ფიქრობს, რომ იგი მაინც ჩაერევა პოლიტიკაში – წავიდა თუ არა ივანიშვილი, რა მოელის მის გარეშე “ოცნების” გუნდს – ამ საკითხებზე “კვირის პალიტრასთან” ზვიად ძიძიგური საუბრობს:

“ვფიქრობ, მართლა წავიდა და ჩათვალა რომ თავისი გასაკეთებელი საქმე გააკეთა ქართულ პოლიტიკაში. წავიდა და არავის მისცემს თუნდაც რჩევის დონეზე კონსულტაციებს. თუ ის ჩაერევა, შეუმჩნეველი არ დარჩება – საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და პროცესები გამჭვირვალედ მიდის. ჯერ კიდევ დეკემბერში იყო ცნობილი, რომ მიდიოდა ივანიშვილი და როცა ჟურნალისტები უმრავლესობის წევრებს ეკითხებოდნენ ამას, ლამის ასე პასუხობდნენ: ცუდი სიზმარი ხომ არ გინახავთო. მათაც არ იცოდნენ და ჟურნალისტებმა იცოდნენ, რომ მიდიოდა. თუ ივანიშვილი მაინც დაიწყებს რაღაც ტიპის მოძრაობებს, კონსულტაციებს, ეს შეუმჩნეველი არ დარჩება და სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის ივანიშვილსაც და მმართველ ძალასაც. ვფიქრობ, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ თავისი ფუნქცია, თავისი ამოცანები შეასრულა ქართულ პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, ნამდვილად წავიდა პოლიტიკიდან და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მის გარეშე თვითონ “ქართული ოცნება” დადგება ახლა გამოწვევების წინაშე.

ბიძინა ივანიშვილის წასვლა ცალსახად ასუსტებს “ქართულ ოცნებას”, იმიტომ, რომ  “ქართული ოცნება” არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიქმნა ერთნაირად მოაზროვნე, ერთნაირი იდეების, მსოფლმხედველობის მქონე ადამიანებისგან. იქ არიან კონსერვატორებიც, ლიბერალებიც, მემარჯვენეებიც, მემარცხენეებიც, თუ რამე ტიპის პოლიტიკური მიმართულება არსებობს პოლიტიკურ სივრცეში, ყველა გემოვნების ადამიანს იპოვით “ქართულ ოცნებაში”. ისინი იქ არიან შეკრებილები ერთი სუბიექტური ფაქტორის გამო, ეს სუბიექტური ფაქტორი ბიძინა ივანიშვილი იყო – სადაც ბიძინა ივანიშვილია, იქ არის წარმატება და ყურადღების ცენტრში ყოფნა. გნებავთ პოლიტიკურად, გნებავთ თანამდებობებზე ყოფნის სურვილით არიან ადამიანები შეკრებილები “ქართულ ოცნებაში”. ივანიშვილის წასვლა იმას ნიშნავს, რომ ის 21-კაციანი საბჭო, რომელმაც უნდა შეასრულოს ახლა კოლექტიური ბიძინა ივანიშვილის ფუნქცია, ამას ვერ შეასრულებს. იმ ადამიანებს, ვინც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო მივიდა “ქართულ ოცნებაში”, შეუძლებელია ამ პოლიტიკურმა საბჭომ სათანადო კომპენსაცია გაუწიოს მორალურად, ფსიქოლოგიურად, პოლიტიკურად და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” ძლიერი ლიდერის წასვლის შემდეგ დასუსტდება. ამით რამე თანამდებობა კი არ მოაკლდებათ, მაგრამ მოაკლდებათ პოლიტიკური მხარდაჭერა, მოაკლდებათ არჩევნებში ამომრჩევლის ხმები და ეს გამოიწვევს იმას, რომ სხვა პოლიტიკური ძალები აიღებენ იმ ხმებს, რაც “ოცნებას” დააკლდება. ეს ნიშნავს დივერსიფიკაციას. ის ერთგვარად დადებითი იქნება პოლიტიკური მინდვრისთვის, ამან შეიძლება მხოლოდ დადებითი ელემენტები მოიტანოს და, საბოლოოდ, მიშას და ბიძინას ორპოლუსიანი სივრცე უნდა შეცვალოს დივერსიფიცირებულმა პოლიტიკურმა სივრცემ, რომელიც გაჩნდა ივანიშვილის წასვლის შემდეგ.

ზვიად ძიძიგური “ქართული ოცნებიდან” წამოსვლის მიზეზეც საუბრობს:

“თუ გახსოვთ, თემა პროპორციული წესით არჩევნების ცვლილებებს ეხებოდა. 6 თვეს ვუმტკიცებდით ყველას, რომ გავბედეთ და გადავედით პროპორციულ არჩევნებზე და უცებ ვნახეთ, არსადაც არ გადავედით. დავინახეთ დეპუტატების გათამაშებული ამბოხი და ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩავარდა, რომელიც ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო. 30 წელია, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არის ასეთი ტიპის მოთხოვნა და ამ საკითხის ჩაგდების გამო დავტოვეთ მაშინ 12 კაცმა უმრავლესობის რიგები. ეს იყო ჩვენთვის შეურაცხმყოფელი და მათი თამაშის წესებზე უარი ვთქვით. ადამიანს რომ ჩამოართმევ ხელს და იტყვი რომ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ, ამის ზურგს უკან გადაწყვეტილება რომ იცვლება და ფაქტის წინაშე გაყენებ, ცუდია. უარი ვთქვით და 2019 წლის ნოემბერში წამოვედით. ამით მხოლოდ “ქართული ოცნება” დაზარალდა და ძალიან სერიოზული პრობლემები, რყევები გამოიწვია კიდეც. ვფიქრობ, რომ არა პანდემია, რომელიც მაშველ რგოლად იქცა “ქართული ოცნებისთვის”, შეიძლება კიდევ უფრო მძიმე ყოფილიყო პოლიტიკური დარტყმა. ეს ჩავლილი ამბავია და ყველამ უნდა დავინახოთ ის რეალური აუცილებლობები, რაც ქვეყნის წინაშე დგას და ამის მიხედვით უნდა გადავეწყოთ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ვფიქრობ, ერთპარტიული მმართველობის სისტემა, რომლისკენაც მივდიოდით ბოლო, ამდენი წელი, უნდა შეიცვალოს. ივანიშვილის წასვლა ამიტომ არის მნიშვნელოვანი და ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი პარტია არ იქნება და დივერსიფიცირება მოხდება პოლიტიკური სივრცის.”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიზვიად ძიძიგური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved