• რეკლამა
  • კონტაქტი
16:03, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სად, რომელ კანონში გვიწერია, რომ პოლიციას შეუძლია თვითიზოლაციის დამრღვევი პირის დაკავება?“

ალია ავტორი - ალია
19:52 03-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:

„ამ სივრცეში რამდენიმეჯერ უკვე დავწერე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე. დღესაც იგივე მოსაზრება მაქვს, რომ უნდა გამოვაცხადოთ.
წავიკითხე განსხვავებული მოსაზრებები ადამიანებისგან რომელთა აზრსაც პატივს ვცემ და მუდამ მაინტერესებს.
ვიზიარებ მათ წუხილს რომ ამ ხელისუფლების პირობებში საგანგებოს გამოცხადება სახიფათოაო, უფრო მძიმედაც შეიძლება ითქვას.
ამასობაში ორიოდე ძალიან მარტივი საკითხი მინდა დისკუსიისთვის შემოგთავაზოთ:
1. გვაწუხებს ამბავი იმის შესახებ რომ საგანგებო მდგომარეობის დროს შესაძლებელია კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა.
დიახ, მართალია. სწორედ ამისათვის არსებობს ასეთი სამართლებრივი ფორმა.
2. და რატომ არ გვაწუხებს ის რომ პრაქტიკულად ყველა ეს უფლება დღეს ისედაც შეზღუდული გვაქვს მაგრამ უმეტეს შემთხვევებში პრაქტიკულად უკანონოდ?
3. აბსტრაქციად რომ არ მოგეჩვეოთ. მაგალითსაც შემოგთავაზებთ.
ადამიანი მისი თვითიზოლაციაში.
შემდეგ მიდის მარკეტში პურის საყიდლად, სადაც დაინახავს მეზობელი, დარეკავს პატრულში, მოდის პატრული და აკავებს.
სად, რომელ კანონში გვიწერია რომ ასეთი რამ შესაძლებელია?
სად რომელ კანონში გვიწერია, რომ პოლიციის ასეთი ქმედება ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებთან თავსებადია?
თვითიზოლაცია არ არსებული სამართლებრივი მდგომარეობაა, რომელსაც არავითარი სამართლებრივი შეზრუდვები, აკრძალვები და სხვა არ მოყვება ჩვენი კანონმდებლობით.
4. სხვა მაგალითიც შეგვიძლია მოვიყვანო.
სანამ არ არის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ჩვენი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება აბსოლუტურია და დაცულია. ხოდა ხვალ რომ მიტინგი გამოვაცხადოთ და ხელისუფლებამ არ დაუშვას მისი ჩატარება, რაც სრულიად გამართლებული საქციელი იქნება მოსახლეობის უმრავლესობისთვის, იურისტები რომელი კანონით გააართლებთ ხელისუფლების ამ საქციელს, არ იქნება ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა?
და კანონები და კონსტიტუცია იმიტომ გვაქვს რომ მუდამ კარგი ან ცუდი ადამიანების კეთილგონიერების იმედად ვიყოთ?
5. ანუ მზად ვართ იმისთვის რომ ამ ხელისუფელებას, რომელსაც არ ვენდობით, ვანდოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებების უკანონოდ შეზღუდვა, ამის არ გვეშინია, იმიტომ რომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია ეხლა, მაგრამ ეს ყველაფერი კანონით რომ აკეთოს ამისთვის არ ვართ მზად? სწორად გავიგე?
6. და რა ხდება იმისგან განსხვავებული მაგალითად ბელგიაში, ან აშშ-ში ან სხვა ქვეყნებში სადაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა რაც ჩვენთან ხდება? და მაინც რატომ გადაწყვიტეს იქ საგანგებოს გამოცხადება? ნეტავ იმიტომ ხომ არა, რომ პანიკისა და უბედურების ჟამსაც კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია, უფრო მეტიც სწორედ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

PS.
სხვათაშორის სააკაშვილი შალიკიანს ტელეკამერებით რომ იჭერდა და მისი მცირეწლოვანი შვილების დაწიოკებას გვაყურებინებდა მაშინაც მოსახლეობის დიდი ნაწილი კმაყოფილი იყო, მიზაშეწონილი ეგონა. ჩვენ ვჩხუბობდით, მიშა ამბობდა ეს პროცედურის მონებიო, მერე მისი მიზანშეწონილობის ფარგლები გაიზარდა, და იმდენს აღარ მოწონდა, როგორც შალიკიანის შემთხვევაში, მაგრამ მიშა მაინც პროცედურის მონებს გვეძახდა, ხოდა მერე რაც მოხდა, მადა ჭამაში როგორ გაიზარდა კი გვახსოვს.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved