• რეკლამა
  • კონტაქტი
03:38, ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სად მიდიან მდიდრები თვითიზოლაციისთვის?

ალია ავტორი - ალია
01:39 03-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

მაშინ როდესაც თითოეული ჩვენგანი იზოლაციის პერიოდს საკუთარ სახლში ატარებს, მდიდარი ადამიანები იზოლაციისთვის ძვირად ღირებულ ბუნკერებსა და კერძო კუნძულებზე ადგილებს უკვეთავენ და ასე ცდილობენ კორონავირუსისგან თავის დაცვას. 

კომპანია Rising S-ი, რომელიც ბუნკერებს, თავშესაფრებს აშენებს, აცხადებს, რომ თავიანთი ბიზნესი ბოლო პერიოდში ოთხჯერ გააქტიურდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომპანია აშშ-ში მდებარეობს, მისი აღმასრულებელი ხელმძღვანელი კლაიდ სკოტი აცხადებს, რომ ის შეკვეთებს ახლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდანაც, საიდანაც ამ დრომდე არასოდეს მიუღია შეკვეთა. მაგალითად, ხორვატია. მისივე თქმით, ბუნკერების საშუალო ფასი, რასაც მდიდარი ადამიანები მას უკვეთავენ, $150 000-ია.

კიდევ ერთი ამერიკული კომპანია Survival Condo-ს მფლობელი ლარი ჰოლი აცხადებს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო შეკვეთების რაოდენობა მათთანაც გაიზარდა.

მისივე თქმით, ერთმა მომხმარებელმა ბუნკერი პირადად ნახვის გარეშე შეიძინა. ბუნკერების ფასი კი ნახევარი მილიონი დოლარიდან იწყება და 2,4 მილიონ დოლარს აღწევს, ფეშენებელურ ბუნკერებში უზრუნველყოფილია სავარჯიშო დარბაზი, დახურული აუზი და სხვა.

მდიდარი ადამიანების მეორე ნაწილი კერძო კუნძულებს იყენებს იზოლაციისთვის, ვინაიდან ისინი ეძებენ უფრო ღია სივრცეებს.  

კარიბის ზღვის აუზში ბელიზეს სანაპიროებთან მდებარე გლადენის კერძო კუნძული ამის კარგ საშუალებას იძლევა – “ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილია დედამიწაზე ყველასთვის, ვისაც სურს რომ დაემალოს ამ საშინელ ვირუსს, ვინაიდან ის ხმელეთიდან 20 მილში მდებარეობს“, – განაცხადა კუნძულზე ფართების გაყიდვების კომპანიის ხელმძღვანელმა.

აღნიშნულ კუნძულზე ერთი ღამით ორი ადამიანის დარჩენა 2 950 დოლარი ღირს.

კიდევ ერთი პოპულარული ადგილია კარიბის ზღვაში ლურჯი კუნძული, ამ კუნძულს საკუთარი ასაფრენი ზოლიც აქვს, ამიტომაც აღნიშნული ადგილი განსაკუთრებით საინტერესოა იმ მდიდარი ადამიანებისთვის, რომელთაც კერძო თვითმფრინავები ჰყავთ. ცნობისთვის, აღნიშნულ კუნძულზე 283 ჰექტარის ფართობის მიწა 70 მილიონი დოლარი ღირს.’

bm.ge

თეგები: კარანტინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney
ახალი ამბები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

16:48 02-25-2026
სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია
ახალი ამბები

სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია

15:42 02-25-2026
დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია
ახალი ამბები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

14:53 02-25-2026
ლიბერთის Top|Card 2 წლისაა
ახალი ამბები

ლიბერთის Top|Card 2 წლისაა

14:38 02-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved