• რეკლამა
  • კონტაქტი
09:31, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სად ისვენებენ წელიწადის ოთხ დროში, რა უჯდებათ ეს დასვენება, იქნებ ერთი ხელი ტანსაცმლით იარონ და დანარჩენი გაჭირვებულებს, ქვრივ – ობლებს მოახმარონ“ – მეუფე ანტონი ჟურნალისტებზე

ალია ავტორი - ალია
19:22 11-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
453

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი:

„მინდა გამოვეხმაურო მეუფე სიმეონის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს…

არა, არავათიარი გამოსარჩლება და ამგვარი, რადგან მაგდაგვარ მოაზროვნეებს მე ვერაფერს შევაგონებ, ეს  ბოღმით შეპყრობილი ხალხი, რომელნიც იუდას მსგავსად ყოველთვის იმ ნელსაცხებელს მისტირიან, რომლის ხარჯებით გაჭირვვებულთა და ქვრივ-ობოლთა დახმარება იქნებოდა შესაძლებელი – არასოდეს გამოილევა, ისინი ხომ ამით ცოცხლობენ და იკვებებიან.

ყურადღება სხვა რამეზე მინდა გავამახვილო, იმ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე, რომელნიც ყურმოჭრილი მონებივით, სრულიად გამოლენჩებულნი, უსირცხვილოდ , უტიფრად იმეორებენ დაზუთხულ ტექსტებს (მიუხედავათ რა პასუხიც არ მიიღონ), რომელის მათმა “შეფებმა” ავარჯიშა და გამოწვრთნა, მათ მინდა ვთხოვო, იქნებ მიაბრუნონ ის კამერები და მიკროფონები მათი “შეფებისაკენ და მათ გადაუღონ და ისევე უტიფრად  დაუსვან კითხვები, საიდან აქვთ ამდენი შესაძლებლობები, ყოველ ჯერზე რომ უკანასკნელი მოდის “ზმანებში” არიან გამოწყობილი, როგორი ავტომობილები ემსახურებათ თუ ყავთ, როგორ ცხოვრობენ, გვაჩვენონ მათი სახ-კარი.

სად ისვენებენ წელიწადის ოთხ დროში, რა უჯდებათ ეს დასვენება, იქნებ ერთი ხელი ტანსაცმლით იარონ და დანარჩენი გაჭირვებულებს, ქვრივ – ობლებს მოახმარონ, რომელზედაც ასე წუხან, რატომ იმალებიან სხვაზე თავდასხმის უკან, გვაჩვენონ მათი ცხოვრება. სასულიერო პირნი შეიმოსებიან კაბით და მორჩა, მისთვის შვებულება – დასვენება და მათგან განსხვავებით ცოტა თუ ბევრ საქვეყნო- საზოგაზდო საქმეს აკეთებენ.

ეს ოფიციალური ინტრიგნები კი მუდამ ზიზღსა და ღვარძლს თესავენ ადამიანებში, აღვივებენ სიძულვილს, შეძლებული ადამიანისადმი ბოღმას….

რაა ასეთი გადაცემების მოწყობით მათი ქვეტექსტი:
არ გიყვარდეთ ესენი, შეიძულეთ ღვთისმსახურები,  ეკლესია.
ერთხელ ვკითხეთ რა მოტივი გამოძრავებ-თქო, პასუხი: სიმართლე არ დავწეროთო?
პირველ რიგში სიმართლე რას ემსახურება ისაა გასარკვევი, დამაბრკოლებლობას თუ გამხნევებას.
იგივე  სიმართლით თქვენიც აჩვენეთ და მაგალითიც მოაყოლეთ, რომ ზრუნავთ გაჭირვებულთათვის სოც. დახმარებით და არა მათში ზიზღის ჩანრგვით…
რად გინდათ რატომ იძენთ და უახლოეს აპარატურებს, ამკობთ და ალამაზებთ  სტუდიებს, დასხედით ერთ პატარა ოთახში და ერთი ხელი ტანსაცმლით წაიყვანეთ თქვენი ტელეგადაცემები, დანარჩენი მოახმარეთ ქვრივ-ობოლთ… ჩაგეცინათ? ხო მაგ ჭკუაზე ხართ ეხლა თქვენ…
იცით თქვენ მამონის ძენო და ასულნო ვის ემსახურებით, პატარა ჭინკები მაგიტომ გჭირდებათ აყეფოთ და უტიფრად  გამუდმებით ამეორებინოთ დაზუთხული
კითვები…
ამ სტატიაზეც არ გამოგრჩეთ ყეფა,
აა ვიქნევ დირიჟორის ჯოხს დაიწყეთ…
აბა ვინ იქნება პირველი, ჭიღლაძე? თუ მეუფის ფრთის ქვეშ გაზრდილი – ნაძირლად გადაქცეულები…”

 

თეგები: მეუფე ანტონი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved