“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი ” ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “დროული კითხვები” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორში იყო და ფრონტის ხაზზე დარბოდა.
,,2008 წელს სად იყო სოზარ სუბარი? სად იყო კობახიძე? მდინარაძე? აგვისტოს ომში მიხეილ სააკაშვილი გორში მთავარ მოედანზე იბრძოდა და სად იყო ირაკლი ღარიბაშვილი -,,ბერას ძიძა” 2008 წელს? პრეზიდენტი სააკაშვილს ქვეყანა არ დაუტოვია და გორში იყო ფრონტის ხაზზე”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისათვის, “ქართული ოცნების” ერთ ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ “ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ რამე მოხდა, ომში ისევ ის ადამიანები წავალთ, ვინც თავის დროზე ვიყავით, ხოლო ბუჩქებში ისევ ისინი დაიმალებიან და გაიქცევიან, ვინც თავის დროზე გაიქცა”.














კომენტარები