• რეკლამა
  • კონტაქტი
01:11, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

სად დავისვენოთ აგვისტოში?

ალია ავტორი - ალია
17:14 07-21-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
186

ზაფხულის და მთელი წლის ყველაზე ცხელი თვე საუკეთესო დროა დასასვენებლად, სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით თუ სამოგზაუროდ. მაშინ, როცა ოფისებში კონდინციონერის გაგრილების ნიშნულს სულ უფრო დაბლა ვუწევთ და მინიმალურზე ჩამოგვყავს, ჩვენი მოლოდინები ამის პროპორციულად მაღლა იწევს, სანამ მაქსიმალურ ნიშანს არ მიუახლოვდება. აგვისტო ნამდვილად არის ახალი აღმოჩენების და თავგადასავლების პერიოდი, რასაც ქვეყნის შიგნით არსებული უამრავი სანახავი ადგილი უზრუნველყოფს, თუმცა შეიძლება შეზღუდული გრაფიკიდან გამომდინარე ყველაფრის ნახვა ვერ შევძლოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ ვიცოდეთ სად უკეთ დავისვენებთ. შვებულების დაგეგმვისას უპირველესად მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ როგორი ტიპის დასვენება გვინდა – საკუთარ თავს აგვისტოში პლაჟზე რუჯის მისაღებად წამოკოტრიალებულებს ვხედავთ თუ ნისლიანი მთების გაოცებული სახით შემყურეს. აქედან გამომდინარე, ჩნდება საჭიროება, წინასწარ ვიცოდეთ რა ალტერნატივები გვაქვს და სად შეიძლება ჩვენი თავისთვის გამოყოფილი დრო მაქსიმალურად ეფექტიანად დავხარჯოთ. სტატიაშიც ზუსტად ამაზე გესაუბრებით და განვიხილავთ ყველაზე პოპულარულ ადგილებს, სადაც შესაძლებელია შვებულება მშვენივრად გაატაროთ.

ბათუმი

წელს, ისევე, როგორც წინა წელს და იმის წინა წელს და ზოგადად ნებისმიერ წელს, ზღვისპირეთი ყველაზე პოპულარული ადგილია, ამიტომაც მუდამ ბევრი ადამიანი სტუმრობს ხოლმე. ზღვისპირა სხვა კურორტებისგან განსხვავებით, ბათუმი გამორჩეული ქალაქია, რადგან აქ შეგიძლია ისიამოვნო როგორც ზღვაში ბანაობით, ასევე, საღამოს სხვადასხვა ადგილების სტუმრობით და თუ ღამის ცხოვრებაც გიზიდავთ, დამიჯერეთ, ნამდვილად არ მოიწყენთ. აქ ნებისმიერი ადამიანი პოულობს თავის წილ გასართობს – ფოტოგრაფებისთვის ზღვა და ქალაქის ინფრასტრუქტურა, თავისი მონუმენტებით ნამდვილად შთაგონების წყაროა, ვისაც ცურვა უყვარს, იმ ადამიანებისთვის ნამდვილად სამოთხეა, ხოლო ვინც აქტიური ცხოვრების სტილით ცხოვრობს მათთვისაცაა ბათუმი საინტერესო, შეიძლება სკეიტით მთელ ქალაქი მოიარო, ან თუ ველოსიპედები უფრო გიზიდავს, არც ამაზეა პრობლემა, ღამით კი ქალაქი არასდროს იძინებს და ერთი დღე მაინც აუცილებელად უნდა დაათვალიერო ღამის ბათუმი.

მაღალმთიანი აჭარა

თუ ზღვაც და მთაც ერთნაირად გიზიდავს, მაშინ შეგიძლია შენი მოგზაურობა ორ ნაწილად გაყო და ჯერ ზღვაზე რუჯი მიიღო, შემდეგ კი აჭარის მაღალმთიან ადგილებს ესტუმრო. განსაკუთრებით გამორჩეული ადგილი კურორტი ბეშუმია, რომელიც თავისი მისტიკურობით ნებისმიერს მოხიბლავს, თან წარმოიდგინეთ ბათუმის მაღალი ცხოვრების რითმის შემდეგ ნისლიან სიმშვიდეში რომ ამოყოფთ თავს, გაცოცხლებული ენერგიით როგორ დაბრუნდებით სახლში.

თუშეთი

ჩემი აზრით, თუშეთი ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს ნებისმიერმა ადამიამიანმა, თანაც არაერთხელ, რადგან მხოლოდ ერთი კვირის აქ გატარება არასდროსაა საკმარისი, რადგანაც სანახავი ძალიან ბევრია. ასევე, ზაფხული თუშეთისთვის მნიშვნელოვანია, რადგან აქ მისასვლელი გზა გამოირჩევა ძალიან დიდი სირთულით, რომლითაც წლის სხვა პერიოდში ვერ ისარგებლებ, შესაბამისად ცხელი დღეები ერთგვარი კარია, რომელიც ამ მაგიურ ადგილას გეპატიჟებათ. ეს ადგილები, დარმწუნებული ვარ მკითხველის სრულმა უმრავლესობამ იცის, თუმცა აღსანიშნავია, რომ შვებულების დაგეგმვისას, შეიძლება უბრალოდ ყურადღება არ მივაქციოთ ამ გარემოებას. ასევე, ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც უკვე იყო შვებულებაში და ფიქრობს, რომ დარჩენილი აგვისტო სახლში უნდა გაატაროს. ასეთი ტიპის ადამიანებსაც შეუძლია საკმაოდ შესაშურად დასვენება უქმეებზე, განსაკუთრებით ისიამოვნებენ ისეთი ადამიანები, ვისაც სკეიტები ან ველოსიპედები უყვარს და ხშირად გადაადგილდება, რადგან თბილისის გარშემო უამრავი ადგილია, რომელსაც შეგიძლია თავისუფალ დროს ესტუმრო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved