• რეკლამა
  • კონტაქტი
17:40, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,სად დამემართა და ვისგან გადმომედო – აზრზე არ ვარ” – ,,იმედის დილის” წამყვანი

ალია ავტორი - ალია
14:09 10-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

,,იმედის დილის” წამყვანს, ზურა ბალანჩივაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თავად წერს სოციალურ ქსელში:

,,დილამშვიდობისა ყველას. მოკლედ, ვინც ჯერ არ იცით, ჩემს ყველა დადებით თვისებას CoVID19-იც შეემატა.

გუშინწინ სახლში წავიმღერე და ყელი ჩამეხეხა მსუბუქად. მემართება ეგრე ხოლმე. ჰოდა არ მივაქციე ყურადღება, ბევრი საქმე მქონდა და მთელ დღეს სახლიდან არ გავსულვარ. ოღნდ ვიგრძენი, რომ ცოტათი უცნაურად დავიღალე.

გუშინ დილას ჩვეულებრივად მივედი “იმედში”, სიცხე გამიზომეს და 36,1 აჩვენა. სადღაც 9-ისკენ ცოტა მოვითენთე და გადაცემის მერე კიდევ გავიზომე სიცხე – 36,6. არაფერი. ცოტა ხანს ვიყავი, ვისაუბრეთ და წავედი სახლში.

წამოვწექი, დავიძინებ მეთქი და მივხვდი, რომ სიცხე მიმატებს. გავიზომე და 37,7. ეგრევე მომენტალურად გადავრეკე-გადმოვეკე, გავვარდი და ერთ-ერთ კლინიკაში პი-სი-არ ტესტი გავიკეთე. რახანაც პასუხი ძალიან მალე მინდოდა, 220 ლარი გადავიხადე და 7 საათში იქნებაო.

კი ვფიქრობდი, ბარემ 24-საათიანი გამეკეთებინა და არ გავწეწილიყავი, მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ ხალხს ჩემ გარშემო და მეც უფრო დიდხანს უნდა გვენერვიულა.

საბოლოოდ, გუშინ, საღამოს 10-ის ნახევარზე დამირეკეს და მითხრეს, რომ კოვიდი დამიდასტურდა. აი, მანდ დაიწყო წიოკი. ოღონდ ჩემი უფრო ნაკლებად – ყველასი. 😀 😀 უცებ რომ ყველა გწერს, გირეკავს და გამხსნევებს. 😀 დაავადებაზე ფიქრს ვერ ასწრებ რომ 10000000000000000000 ადამიანს აინტერესებს უცებ შენი ამბავი. რაც თან ძალიან კარგია, თან – ძალიან ცუდი, რადგან ყველასთვის სათითაოდ ერთსა და იმავე ტექსტის წერა ასეთ დროს ფრიად დამღლელია.

სად დამემართა და ვისგან გადმომედო – აზრზე არ ვარ. პლუს ბოლო 4-5 დღეა, ძალიან ცოტა ადამიანი ვნახე. 30 ალბათ. ჰოდა კაცმა არ იცის, ვინმე უსიმპტომოსგან გადამედო თუ რომელიმე ზედაპირთან შეხებისას.

სიმპტომების გამოვლენის დღედ ჩაითვალა 1-ლი ოქტომბერი, რომლიდან 48 საათის მონაკვეთი უკან არის გადამდებობის დაწყების დრო (28 სექტემბრის საღამო). ასე რომ ყველას, ვისაც ჩემთან შეხება გქონდათ, გთხოვთ, გადახვიდეთ თვითიზოლაციაში. ასე სჯობს.

რაც შემეხება მე – ვრჩები სახლში ჯერჯერობით, რადგან 38-მდე სიცხე და ყელის ჩახეხილობა მაქვს და გართულებები არ ჩანს. ყნოსვა-გემოც ადგილზეა. ცოტა ხანში კიდევ დაურეკავ ოჯახის ექიმს და მოვისმენ მის მითითებებს. ვსვამ ბევრ სითხეს. მეტი არც არაფერი ამ ეტაპზე.

დანარჩენ განახლებებს დავწერ აქ, რადგან ყველას სათითაოდ შეიძლება, ვერ გიპასუხოთ. ;*
დიდი მადლობა და ჯანმრთელობა ყველას.”

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved