• რეკლამა
  • კონტაქტი
22:01, ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სად არის სამართალი… იქ სადაც სიკვდილია, 10 000 ევრო კომპენსაცია?“ – მარიამ კუბლაშვილი მაჩალიკაშილის საქმეზე

ალია ავტორი - ალია
13:13 01-21-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,574

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას სოცქსელით ეხმიანება:

„მსურს დავაფიქსირო საკუთარი პოზიცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ გადაწყვეტილებას იმედიანად ველოდებოდი და ვიცოდი, რომ აუცილებლად გაიმეორებდა ოჯახის და მათი ადვოკატების მიერ მიმდინარე საქმის გამოძიების პროცესში ჩართულობისას მრავალჯერ ხმამაღლა გაცხადებულ დარღვევებს.
უდავოა, ამ გადაწყვეტილებამ ცხადყო სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიებისას დამოუკიდებელი სტრუქტურის მიერ, როგორც პირველადი საგამოძიებო მოქმედებების მყისიერი ჩატარების, ისე მთელი საგამოძიებო პროცესის დროული და ეფექტიანი წარმართვის აუცილებლობა დაზარალებული მხარის ჩართულობითა და ეფექტიანი სასამართლო კონტროლის განხორციელებით, რაც, საფუძველი უნდა გახდეს იმისა, რომ ასეთი კატეგორიის საქმეებზე არ დარჩეს რაიმე სახის პასუხგასაცემი კითხვა. შესაბამისად, სასამართლომ მნიშვნელოვანი შენიშვნები დააფიქსირა წარმოებულ გამოძიებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია არასანდო იყო საგამოძიებო მოქმედებები ჩაეტარებინა იმ ინსტიტუტს, რომელიც დანაშაულის შესაძლო ჩამდენი შეიძლება ყოფილიყო. ამ მოცემულობიდან გამომდინარე გამოძიების გამჭვირვალობასა და მიუკერძოებლობაში ბუნებრივია ეჭვის შეტანის უპირობო საფუძველი არსებობდა. დავადგინეთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაცვალების მომენტში ყურსასმენით მუსიკას უსმენდა, რა დროსაც ვერ დააფიქსირა შემოსული სპეცრაზმელების ხმა. ყურსასმენი შემთხვევით ფოტომასალაში აღმოვაჩინეთ, შემდეგ კი მობილურ ტელეფონში გადაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობუნენების შინაარსით და დროით გავარკვიეთ რა დრომდე ეღვიძა, რას უყურებდა და უსმენდა. დროები ერთმანეთს დაემთხვა, ამ ყველაფრის პარალელურად დაჟინებით ვითხოვდით, გამოძიებამ კი ვერ გაგვცა პასუხი ზუსტად რა ადგილას და რა მდგომარეობაში ჰქონდა ყურსასმენი უკვე გარდაცვლილ თ. მაჩალიკაშვილს. ამასთან, ადგილზე მისულ გამომძიებლებს, ხელყუმბარაც თვითნებურად გადაადგილებული დახვდათ. ფაქტობრივად ყველა კვალი წაიშალა, რომ ზუსტი სურათი დაგვენახა. სწორედ ეს პირველი საათი იყო მნიშვნელოვანი ობიექტური სურათის გამოსაკვეთად, ცხადია ამ ბუნდოვან მოცემულობის შემდეგ სიმართლე ვეღარასდროს დადგინდებოდა. სწორედ ამ პროცედურის დარღვევა დაადგინა ევროპულმა სასამართლომ, რაზეც ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ყოველთვის ხმამაღლა ვაფიქსირებდი ჩემს აზრს საგამოძიებო პროცესის უმნიშვნელოვანეს დარღვევებთან დაკავშირებით, რაზეც ანალოგიურად გადაწყვეტილებაში იმსჯელა სასამართლომ.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ სახელწიფოს მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებულ გამოყენებას, რაზეც აქცენტირებას ახორციელებდა მოსარჩელე. სიმართლე გითხრათ ვერც დაადგენდა სასამართლო, რადგან მას საგამოძიებო ფუნქციები არ აქვს შეთავსებული და მკაფიოდ ახსნა: დარღვეულია გამოძიების პროცედურული ნაწილი, ამის გამო მე ცალსახად ვერ ვარ უფლებამოსილი გითხრათ სახელმწიფომ გადაამეტა ძალას თუ არა, რადგან ის რაც უნდა გაეკეთებინა არ გააკეთა, თუ რა მოხდა სინამდვილეში ზუსტი სურათი წაიშალა ან/და ვერ გამოიკვეთა, ბუნებრივია ამ ბუნდოვანებაში ვერაფერს ვიტყვიო. მთავარია, რომ არ უარყო, მტკიცებით არ უთქვამს, რომ არ ჩაუდენია. ახსნა, თუ რატომ ვერ დაადგინა.
ბუნებრივია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ რეალობის დადგენა, რასაც ადგილი ჰქონდა თემირლანის გარდაცვალებისას, ვინაიდან ეს ფაქტი ჩემთვის პირადი ტრაგედიაა. ამავდროულად, აუცილებელია ეს რეალობა დადგენილი იქნას სწორად და ადექვატურად იქნას მიწოდებული ინფორმაცია საზოგადოებისათვის.
მადლობა სოციალური სამართლიანობის ცენტრს ამ საქმეში ჩართულობისთვის, სამწუხარო ის არის, რომ მთელი ეს რთული პროცესი ერთად გავიარეთ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი ისე გაგზავნეს, რომ არც შემატყობინეს, როცა შეთანხმებულები ვიყავით, რომ ერთმანეთის მოსაზრებებს გავიზიარებდით, ელემენტარული ეთიკაა. მოკლედ, ისე გაიგზავნა, რომ მე არ გამაგებინეს, რაც არასწორია. რაც არ უნდა იყოს, ამ საქმეზე ყველაზე მეტად შემტკივა გული და ვფიქრობ, არასდროს არაფერი დამიმალავს და არ დამიხევია უკან. სიმართლე ხომ ყოველთვის ერთია! უდაოდ!
და მაინც სად არის სამართალი.. იქ სადაც სიკვდილია, 10 000 ევრო კომპენსაცია?“

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ახალი ამბები

Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

14:56 10-22-2026
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ახალი ამბები

თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

14:05 10-22-2026
არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს

08:01 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved