საბურთალოზე, ბერბუკის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. ახალგაზრდა გოგო კორპუსის მე-14 სართულიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„ამ კორპუსში ბევრი უცხოელი ცხოვრობს და სავარაუდოდ, ეს გოგოც არ იყო ქართველი… სხვა არაფერი ვიცი“, – ამბობს გარდაცვლილის მეზობლად მცხოვრები ქალი ჟურნალისტებთან.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
კომენტარები