• რეკლამა
  • კონტაქტი
03:02, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საბჭოთა კავშირი არ დამთავრდა საქართველოში“ – თინა ხიდაშელი

ალია ავტორი - ალია
12:11 07-15-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
218

„ამათი მთელი იდეა სწორედ ის არის, რომ ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ყველას უსმენენ“, – ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა, საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრმა თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტებზე ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჩანაწერის გავრცელებით ცდილობენ, 2 ოპოზიციური არხი ერთმანეთს დაუპირისპირონ.

ამასთან, თავდაცვის ექსმინისტრი ამბობს, რომ მოსმენები „ქართული ოცნების“ მოგონილი არ არის და ყველა წინამორბედი ხელისუფლება იმავეს აკეთებდა.

„ფარული მიყურადება, თვალთვალი და დევნა ადამიანების არ არის „ქართული ოცნების“ მოგონილი და არც მათ წიაღში წარმოშობილი ამბავი, იმავეს აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“და ამით იყო დაკავებული ყველა ხელისუფლება საქართველოში და ამიტომაა სულ რომ ვამბობთ, ეს საბჭოთა კავშირი არ დამთავრდა საქართველოში, რომ კოალიციური მმართველობა არ იყოს მთავარი საყრდენი ქვეყნისთვის.

პირველ რიგში, მთავარი განსხვავება, რომელიც არის ხელისუფლების ამ კონკრეტულ შემადგენლობასა და ყველა სხვა წინამორბედ ხელისუფლებას შორის, რომელიც გვყოლია, არის ის, რომ ესენი არც კი ცდილობენ უარყოფას ამ ამბის.

ამათი მთელი იდეა სწორედ ის არის, რომ ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ყველას უსმენენ. მმართველმა პარტიამ არ იცის, როგორ უნდა იმოქმედოს. სუფთა საბჭოთა „კაკებეშნიკური“ ამოცანაა, ადამიანები დააპირისპიროს ერთმანეთთან.

ის ჩანაწერი გაცილებით გრძელია. მხოლოდ ის ნაწილი გაუშვეს, რომელიც სავარაუდო, მათი აზრით, ემსახურებოდა იმას, რომ 2 ოპოზიციური ტელევიზიის წარმომადგენლები ერთმანეთთან არაჯანსაღ ურთიერთობებში შევიდნენ, იმ დიალოგის გამო, რომელიც მოვისმინეთ. უცნობი როგორც ყოველთვის – ფორმაშია, მორიგი „ვაჭრობის რეჟიმი“ აქვს დამდგარი. როგორც ჩანს, ცდილობს რაღაცის დამტკიცებას ვიღაცისთვის“, – აცხადებს „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე „უცნობმა“ გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც „მთავარი არხის“ გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved