უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ოპოზიცია და ქართული ოცნება ვერ შეთანხმდა. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მმართველი უმრავლესობის შეთავაზებული ვარიანტიდან ამოღებულია ფრაზა რუსეთის სამხედრო აგრესია და ოკუპანტი ქვეყნის ძალადობრივ ქმედებებზე შეფასება გაკეთებული საერთოდ არაა.
„პარლამენტში უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ იყო ინიცირებული, თავდაპირველად რუსეთის აგრესიული როლიც იყო გამოკვეთილი. საბოლოო ვარიანტში რუსეთის ხსენებაც კი არაა და რაღაც აბსტრაქტულ დაპირისპირებაზეა საუბარი. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ვიღაცამ( გასაგებია ვინ) აკრძალა რუსეთის ხსენება. ეს იმაზე არანაკლებ საგანგაშოა, ვიდრე რეზოლუციის “დავარცნილი” ტექსი. საქართველოს ჰყავს უღირსი ხელისუფლება, რომელიც არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს“ – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.














კომენტარები