საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, ჯულია თოდუა გარდაიცვალა.
52 წლის ქალი უეცრად ცუდად გახდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში გადაჰყავდა, თუმცა, გზაში გარდაიცვალა. ჯულია თოდუა საბერძნეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
ჯერჯერობით, უცნობია, თუ როდის ჩამოასვენებენ გარდაცვლილ ემიგრანტს სამშობლოში. ქალი წარმოშობით სამეგრელოდან იყო.
კომენტარები