საბერძნეთმა თურქეთის საზღვარზე 40-კილომეტრიანი ღობე და სათვალთვალო სისტემა ააშენა. ათენმა ეს გადაწყვეტილება ავღანეთიდან ლტოლვილთა მოსალოდნელი ნაკადის გამო მიიღო. ამის შესახებ BBC იუწყება.
„ჩვენ პასიურად ვერ ვიქნებით და შესაძლო შედეგებს ვერ დაველოდებით. ჩვენი საზღვარი დაცული იქნება“ – განაცხადა საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა მიხალის ხრისოხოიდისმა.
მანამდე თურქეთმა ევროპის ქვეყნებს მიგრანტების მიღებისკენ მოუწოდა. „მიგრაციის ახალი ტალღა გარდაუვალია, თუ ავღანეთსა და ირანში საჭირო ზომებს არ მიიღებენ“ – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
კომენტარები