• რეკლამა
  • კონტაქტი
16:39, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საბა სხვიტარიძეს, მტკიცებულების არ არსებობის გამო, პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

ალია ავტორი - ალია
13:29 07-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
174

საბა სხვიტარიძეს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა. უფლებადამცველი მარიკა არევაძე წერს:

,,საბა არის სრულიად უდანაშაულო, ისევე როგორც სხვა რეჟიმის პატიმრები, რომელიც როგორც კობახიძის განცხადებით გავიგეთ “პრევენციული” დაკავების მსხვერპლები არიან.

ანუ დანაშაული კი არ მოხდა და დანაშაულზე რეაგირება, ოცნებამ ხელი დასტაცა რენდომ 60ზე მეტ ადამიანს და გამოკეტა ციხეში.

საბას საქმეს, რომ დავუბრუდეთ
4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე მოხდა ჩასაფრებითი თავდასხმა პოლიტიკოსებზე, ურტყამდნენ ქალებს და საბამ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში დაიცვა თავი და დაიცვა იქ მყოფი ქალები !

ამის შემდეგ საბა დაატყვევეს, აწამეს 2ჯერ და გამოკეტეს ციხეში ! მეტი ზეწოლისთვის, პოლიციელზე თავდასხმა შემოიტანეს ბრალში და 11წლამდე პატიმრობით ემუქრებოდნენ.

ახლა შეიცვალა ის, რომ 3 წლამდე პატიმრობით ემუქრებიან უდანაშაულო ადამიანს !!! ამავე დროს ახობაძეს, კაციას და სხვებს ისევ უვადო პატიმრობით ემუქრებიან !!!

როგორც საბას შემთხვევაში მოუწია რეჟიმს უკან დახევა, ასევე მოუწევს ყველა რეჟიმის პატიმრის შემთხვევაში. ეს არის დაუღალავი ბრძოლის, თანმიმდევრულობის და ჩვენი ერთად ყოფნის პირველადი შედეგი.“

პროკურორმა საბა სხვიტარიძის პროცესზე თქვა, რომ მას, შესაძლოა, არ სცოდნოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო.

მუხლის გადაკვალიფიცირების გამო დაცვის მხარემ აღვეკთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ არ დააკმაყოფილა და სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა.

აქტივისტი საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, მას ამავე დღეს, თავისუფლების მოედანზე  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავებოდნენ.

სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეგები: მარიკა არევაძესაბა სხვიტარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved