• რეკლამა
  • კონტაქტი
02:30, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საბა 2024 დაიწყო!

ალია ავტორი - ალია
16:55 02-16-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
257

წელს ლიტერატურული კონკურსი „საბა“ ოცდამეორედ ჩატარდება. ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ კონკურსზე. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე saba.com.ge

განაცხადების მიღება 4 მარტამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიურის წევრები წიგნების განხილვას შეუდგებიან და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებენ.

2024 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9ნომინაციაში გამოავლენს:

1. საუკეთესო რომანი
2. საუკეთესო პოეტური კრებული
3. საუკეთესო პროზაული კრებული
4. საუკეთესო პიესა
5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
9. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

მარტში საკონკურსო წიგნების გრძელი სიაგამოქვეყნდება. ასევე, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, ამ წიგნების ელექტრონული ვერსიებიც განთავსდება SABA Reader–ში და მკითხველებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მათ.

ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებიაის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა, კერძოდ 5000–მდე წიგნი განიხილა, 200-ზე მეტი პრემია გასცა და 170-ზე მეტი ავტორი დააჯილდოვა (მათგან არაერთი ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ 2-ჯერ და მეტჯერ). ჟიურიში კი 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა იმუშავა.

ტრადიციულად, კონკურსის ფინალისტების ვინაობა ზაფხულში გახდება ცნობილი, ხოლო გვიან შემოდგომაზე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved