ფერდის გამაგრების სამუშაოების დროს, სავარაუდოდ ფერდის ჩამოშლის გამო დაიღუპა 4 და დაშავდა უცხოეთის 1 მოქალაქე, – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ზაბახიძემ. მისი თქმით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
„ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი. გამოძიების დასრულების შემდგომ დადგინდება შემთხვევის გამომწვევი კონკრეტული მიზეზები“, – აღნიშნა ჯემალ ზაბახიძემ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი -კობის გზის მშენებლობისას სოფელ წკერესთან საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასა ჩამოიშალა. შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა. ოთხი მათგანის ცხედარი ნაპოვნია, ერთი კი სამკურნალოდ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. დაშავებული














კომენტარები