ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან კოვიდპაციენტი გაიქცა – შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, პაციენტმა, რომელსაც ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა, საავადმყოფოს გამოკვლევებისთვის მიმართა, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი ის კლინიკიდან გაიქცა.
გაქცეული პაციენტი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ დააკავეს, ის თერჯოლის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
კომენტარები