• რეკლამა
  • კონტაქტი
17:08, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საარჩევნო კამპანია ოპოზიციის მხრიდან არ მიმდინარეობს, ჩადიან, „სელფებს“ გადაიღებენ, „ფეისბუქზე“ დადებენ, აი, ამ დონეზეა…“ – ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
11:15 09-14-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
139

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციამ მეტად იაქტიუროს, პრეზიდენტს საყვედურობენ და „ფეხებს უბაკუნებენ“.

„საარჩევნო კამპანია, ის რაც უნდა იყოს დღესდღეობით ოპოზიციის მხრიდან, არ მიმდინარეობს. რაღაც კამერულ პროცესს ვაკვირდებით. თუ სადმე ჩადიან, „სელფებს“ გადაიღებენ, „ფეისბუქზე“ დადებენ, აი, ამ დონეზეა. ხალხმრავლობაა საჭირო. ყველა წინა არჩევნებს თუ გავიხსენებთ, ამ დროს ქარიშხალი იყო ხოლმე, ყველა ძალიან სერიოზულად მოძრაობდა. ერთად ვკითხოთ ამ ხალხს, რა დაემართათ, რამ დააჩაჩანაკათ?

რაღაცნაირი დამოკიდებულება აქვთ სალომე ზურაბიშვილისადმი, ახალგაზრდობისადმი, სამოქალაქო საზოგადოებისადმი. მათ რა უნდათ, იცით? ჩვენ ვიმუშაოთ მათ მაგივრად. გუშინ პეტრე ცისკარიშვილი გამოსულა ერთ-ერთ არხზე და პრეზიდენტი გაინძრეს ცოტაო. ნახეთ, პოლიტიკოსები რას ეუბნებიან პრეზიდენტს და რას გვეუბნებიან ჩვენ: „გაინძერით, რომ მე მოვიდე ხელისუფლებაში, თქვენ იმუშავეთ იმაზე, რომ მე მოვიდე ხელისუფლებაში“. ჩვენ გვსაყვედურობენ, რომ საკმარისს არ ვაკეთებთ იმისათვის, რომ პეტრე ცისკარიშვილი გახდეს დეპუტატი. შენ გინდა დეპუტატობა, შენ მოდიხარ ხელისუფლებაში, ხომ? შენ უნდა იყო წინა ხაზზე და მე ან გამოგყვები შენ ან გავყვები სხვას, ეს ჩემი გადასაწყვეტია. აქეთ გვსაყვედურობენ და პრეზიდენტს ფეხებს უბაკუნებენ“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

როგორც გია ხუხაშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ყველაზე ადეკვატური გზავნილები გიორგი გახარიას პარტიას აქვს, რადგან გადაუწყვეტელი ამომრჩევლის კაპიტალიზაციას ცდილობს.

„გახარიას აქვს ერთადერთი ადეკვატური, სწორი გზავნილი ამომრჩევლისთვის. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომლის ზომაც დღესაც კი, არჩევნებამდე ერთ თვით ადრე, იცით ვინ არის? არა „ნაც-ქოცი“, არამედ ეს არის ამომრჩეველი, რომელსაც რატომ არ აქვს არჩევანი იცით? იმიტომ, რომ არ მოსწონს ეს ხელისუფლება, არ უნდა მისთვის ხმის მიცემა, მაგრამ არც წარსულში დაბრუნება არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამის კაპიტალიზაცია უნდა მოხდეს და შანსი აქვს „გახარიას“, „ლელოს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved