• რეკლამა
  • კონტაქტი
17:02, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება მორიგი დისკრედიტაციული კამპანიის შესახებ

ალია ავტორი - ალია
13:40 11-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
173

ცესკო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

გრძელდება 26 ოქტომბრის არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია. დაინტერესებული მხარეები უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობენ შექმნან აღქმა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი. ეს ხდება იმ ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით.

მას შემდეგ რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ პასუხი გასცა ყველა იმ მანიპულაციურ ინფორმაციასა თუ ბრალდებას, რაც საარჩევნო პროცესთან მიმართებაში არჩევნების დღიდან ამ დრომდე გაჟღერდა, დაინტერესებული მხარეები კონკრეტული პერსონების ბრალეულობაზე იწყებენ საუბარს. საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეები, მათ შორის ზოგიერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაუსაბუთებელი ბრალდებებით ამჯერად ცესკოს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და ირწმუნებიან, თითქოს მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ამ კამპანიაში ჩართული სადამკვირვებლო ორგანიზაციები მხოლოდ ზეპირსიტყვიერი, უსაფუძვლო ბრალდებებით შემოიფარგლებიან და ინფორმაციით მანიპულირებენ.

საარჩევნო ადმინისტრაცია როგორც ყოველთვის მოწოდებულია უზრუნველყოს გამჭვირვალობა და საზოგადოების ზუსტი ინფორმირება არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. ამ სულისკვეთებით, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, განსაკუთრებით მათ, ვინც ამტკიცებს რაიმე სახის გადაცდომას, წარუდგინონ თავიანთი მტკიცებულებები შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. ამის გაკეთება არა მხოლოდ საფუძვლიანი შემოწმების საშუალებას იძლევა, არამედ პატივს სცემს სამართლებრივ და დემოკრატიულ პროცესებს, რომლებიც დაწესებულია ამგვარი პრეტენზიების განსახილველად.

ასეთი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, ამ ბრალდებების ავტორთა მიზნები საეჭვო ხდება. დასაბუთების გარეშე, ეს პრეტენზიები საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის შელახვის საფრთხეს წარმოადგენს. გარდა ამისა, უსაფუძვლო ბრალდებები შეიძლება ემსახურებოდეს პოლიტიკურ ინტერესებს, რომლის მიზანსაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებზე და თანამშრომლებზე უსამართლო ზეწოლის განხორციელება წარმოადგენს.

თუ მიზანი ნამდვილად არის დემოკრატიული პრინციპების დაცვა, მაშინ პრიორიტეტი უნდა იყოს გამჭვირვალობა, საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობა და სათანადო პროცესის პატივისცემა. საარჩევნო ადმინისტრაცია რჩება ღია და ერთგული ნებისმიერი ჭეშმარიტი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გამოძიების მიმართ და თვლის, რომ შეცდომაში შეყვანისა და დისკრედიტაციის მცდელობები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან და სამართლიანი არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შემცირებას ისახავს მიზნად.

ამასთან, ყველას შევახსენებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, მათ შორის ეუთო/ოდირის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI), „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI), „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO),  „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისათვის“ (EPDE)  მიერ არჩევნების ადმინისტრირება დადებითად შეფასდა. ასევე, დადებითად არის შეფასებული წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული არაერთი საქმიანობა.

(R)

თეგები: ცესკო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved