• რეკლამა
  • კონტაქტი
11:29, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

ალია ავტორი - ალია
16:38 02-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო)საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2025 წლის 31 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის  ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი განხორციელდა როგორც თვისებრივი და სოციოლოგიური, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით.

ანგარიშის მიხედვით დამუშავდა 103 ინფორმაცია.ყოველდღიურად გავრცელებულ ინფორმაციაზე დაკვირვების და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა დეზინფორმაციული და მანიპულაციური ნარატივების გავრცელება, დაინტერესებული მხარეების მხრიდან გამოიკვეთა საარჩევნო ადმინისტრაციისა და 2024-2025 წლების საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა. ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ავრცელებდნენ დეზინფორმაციულ, მანიპულაციურ დაუსაბუთებელ ინფორმაციას სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის, ტელევიზიების, ონლაინ სააგენტოებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივები ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა რეალობას და იყო სრულად უსაფუძვლო, ან რიგ შემთხვევებში მანიპულირებული.

საინფორმაციო სივრცეზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ დაინტერესებული პირები კამპანიურად, იდენტური, დეზინფორმაციული და მანიპულაციური ნარატივების გავრცელებით ცდილობდნენ საარჩევნო პროცესის, ცესკოსა და მისი ხელმძღვანელების დისკრედიტაციას. აღნიშნულიკიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისირეაგირება საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

შესაბამისად, ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება საინფორმაციო სივრცის მონიტორინგს ახორციელებს როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში, რათა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გამოვლენის შემთხვევაში, განხორციელდეს დროული და შესაბამისი რეაგირება, საზოგადოებას კი მიეწოდოს გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია.

ანგარიში იხილეთ ბმულზე:

https://cesko.ge/static/file/202602193224-iv-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98-geo-2025.pdf

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved