• რეკლამა
  • კონტაქტი
13:08, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
14:22 11-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილისა და კახაბერ დამენიას საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„2022 წლის 02 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმე ნ. გ-ს, კ. დ-სა და ზ. ი-ს მიმართ.

კ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის კახაბერ წერეთელისა და მსჯავრდებულ ნ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ქეთევან ჩომახაშვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორების ვლადიმირ ვექილიანისა და ზვიად გუბელაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
ზ. ი. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. კ. დ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება – ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,დ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლზე და სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მესამე ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში ნ. გ. გამართლდა.
ნ. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება – ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,დ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლზე და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის სექტემბერ – დეკემბრის პერიოდში ნ. გ-მ და კ. დ-მ ჩაიდინეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ე.ი. საწარმოში (ან სხვა ორგანიზაციაში) ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ვინაიდან როგორც ნ. გ., ასევე კ. დ. წარმოადგენენ ორგანიზაციის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებს, რომლებმაც საკუთარი კომპანიის ინტერესის საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სხვა კომპანიას მიანიჭეს უპირატესობა, ამ უკანასკნელმა მიიღო მნიშვნელოვნად გაზრდილი შემოსავლები, ხოლო კომპანია ,,რუსთავი 2’’-მა – 6 763 509 (ექვსი მილიონ შვიდასსამოცდასამიათას ხუთასცხრა) ლარის ოდენობით ზიანი.
აღნიშნულ ეპიზოდში სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ნ. გ-ს როლი, მისი ფაქტობრივი მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი, ამ მონაწილეობის მნიშვნელობა დანაშაულის მიზნის მისაღწევად, მისი გავლენა გამოწვეული ზიანის ხასიათსა და ხარისხზე და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით ნ.გ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი“

თეგები: თბილისის სააპელაციო სასამართლოში

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved