საახალწლო სოფელში დასახარჯი თანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე წელს თბილისში საახალწლო სოფელი არ მოეწყობა, რის გამოც ბიუჯეტში დაახლოებით 700-800 ათასი ლარი დარჩება.
„ეს თანხმა მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და ჩვენ დავეხმარებით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ეს იქნება საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა წინასაახალწლო დღეებში და ამისთვის ჩვენ სპეციალური პლატფორმა უკვე შექმნილი გვაქვს“, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, პროდუქტების დარიგება მომდევნო დღეებში დაიწყება.
კომენტარები