• რეკლამა
  • კონტაქტი
13:39, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილს უთხრა, რომ ვის და რითი ჩამოკიდებენ, ერთად შევხედოთ ახლაო – ვის რა უთხრა ჰააგის სასამართლომ” – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
22:14 03-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,971
მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია, ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს:
“ვის რა უთხრა ჰააგის სასამართლომ
✔ უპირველესი გზავნილი ისტორიულია: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არა მგონია, ასეთი მნიშვნელობის რამე მომხდარიყოს. ცხადია, რომ რუსეთის დაშლა ურალს გამოღმა მოსკოვიად და ურალის მიმდებარედ და ურალს გაღმა ახალ სახელმწიფოებად, მხოლოდ დროის საკითხად იქცა. კიდევ უფრო მოკლე ხანში რუსეთის ატომური იარაღისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებას უნდა ველოდოთ;
✔ ყველას, განსაკუთრებით კი საერთაშორისო პოლიტიკის ინდივიდუალურ თუ ორგანიზაციულ აქტორებს უთხრა, რომ დასრულდა გეოპოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებით ბალანსირების დეჰუმანიზებული პოლიტიკის ერა და დაიწყო უნივერსალური ლიბერალურ-დემოკრატიული წესრიგის ჰუმანოცენტრული ერა. ასეთია სამყაროს სულისკვეთება (Weltgeist) და დროის ეთოსი, რაც ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ გამოკრისტალდა;
✔ ყველას, განსაკუთრებით კი სხვა საერთაშორისო სასამართლო ფორუმებს, უთხრა, რომ სამართალი ურმით კი არ დადის ზიგზაგებით, არამედ სიმართლის და სამართლიანობის უმოკლესი სწორხაზოვანი მარშრუტით ზებგერითი თვითმფრინავით დაფრინავს;
✔ ყველას, განსაკუთრებით კი ყველა სხვა დიდ თუ მცირე დიქტატორს, უთხრა, რომ ამორალური მაქსიმა “გამარჯვებულებს არ ასამართლებენ”, იმის გამოც არ იმუშავებს, რომ გასამართლებულები ვერ იმარჯვებენ. პროაქტიულად აღიკვეთება განზრახვაც კი და აღარ დაელოდებიან შედეგებს;
✔ სი ძინპინს, პუტინთან შეხვედრის წინ, მკაცრად და მკაფიოდ შეახსენა, რომ ჩინეთის მიერ უიღურების მასობრივ აყრას და გადასახლებას და მათ საკონცენტრაციო ბანაკებში გამომწყვდევას მსოფლიო კარგად ხედავს;
✔ საქართველოს ხელისუფლებას, ამ გზავნილების გარდა, ისიც უთხრეს, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში 1992-2008 წლების ეთნიკური წმენდის შესახებ სარჩელის პროცედურული ფაზა დაუყოვნებლივ ამოწუროს და შეიტანოს ჰააგის მეორე (ICJ) სასამართლოში, რომლის მიერ ეთნიკური წმენდის აღიარება, ყველაფერ სხვასთან ერთად, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ახალი გამოძიების საფუძველი იქნება;
✔ პერსონალურად მიშა სააკაშვილს უთხრა, რომ ვის და რითი ჩამოკიდებენ, ერთად შევხედოთ ახლაო ? ;
✔ და ბოლოს, ყველას, ვინც მოთმინებით ვისხედით მდინარის პირას, არაფერიც არ გვითხრა – მოლოდინით დაღლილებს პირდაპირ პუტინის გვამი ჩამოგვიცურა ?
მადლობა ამისთვის სასამართლოს,
მადლობა ამისთვის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს!
თქვენი ნიკა, 212-ე საკნიდან”
თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

13:33 12-29-2025
მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved