ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის წინ მედიასთან კომენტარი მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გააკეთა.
ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილს პროცესზე ფიზიკურად დასწრება სურს.
„თმის ნიმუში იქნა აღებული და გაიგზავნა ამერიკაში და ამას რომ მეტი ნდობა ჰქონოდა, ჩვენ არ მივიღეთ ეს ნივთმტკიცება და ამერიკის ლაბორატორიიდან პირდაპირ მოსამართლის სახელზე გადმოიგზავნა. ეს ნივთმტკიცება დღეს განილუქება და დათვალიერდება. გარდა ამისა, დაიკითხება ცენტრ „ემპათიის“ ექიმი.
მას [მიხეილ სააკაშვილს] სურვილი აქვს, რომ პროცესს ფიზიკურად დაესწროს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
კომენტარები