• რეკლამა
  • კონტაქტი
04:28, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილს პოლიტიკური მტაცებლის ალღო და პიარ ინსტინქტი დაუჩლუნგდა – გაახაროს თავისი ჭია!”

ალია ავტორი - ალია
01:12 09-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“რას ვფიქრობ სააკაშვილის დღევანდელი მიმართვის შემდეგ:

1. სააკაშვილი პატივს არ სცემს საკუთარ ამომრჩეველს. თვლის, რომ რასაც აჭმევს იმას შეჭამენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ გაუგებარ აჯაფსანდალს არ მოუმზადებდა ამ საარჩევნოდ, რასაც უმზადებს, და იმას მაინც ეტყოდა კონკრეტულად როდის და რა ვითარებაში აპირებს ჩამოსვლას.

2. სავარაუდოდ ის მართალია, რადგან ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის ნაწილის მიჯაჭვულობა ამ პარტიაზე/სააკაშვილზე მართლაც რწმენის საკითხს გავს და სააკაშვილი ნებისმიერი ფორმით, შინაარსით და სოუსით მათთვის მისაღებია.

3. სააკაშვილმა დღეს ფაქტიურად მხოლოდ ამ ნაწილს მიმართა, იმიტომ რომ სხვა ყველა დანარჩენს მისი ბოლოდროინდელი გაუგებარი გადაწყვეტილებები და განცხადებები განიზიდავს ნაციონალური მოძრაობისგან და ამ არჩევნებზე სხვაგან დააწყებინებს არჩევანის ძებნას (რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში ოცნებაში, ამიტომ ე.წ. შუაშისტური თუ ალტერნატიული პარტიების შანსები კიდევ უფრო იზრდება).

4. პოლიტიკური მტაცებლის ალღო და პიარ ინსტინქტი მას აშკარად დაუჩლუნგდა, იმიტომ რომ რა აუდიტორიასაც მიმართა, იმ აუდიტორიისთვის მისი ყალბი ბოდიშები სულაც არ არის საჭირო, მათ ისეთი მოსწონდათ და მოსწონთ, როგორიც იყო და არის, და რის გამოც არ მოსწონს საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს.

5. სააკაშვილი პატივს არ სცემს საკუთარ პარტიას, სადაც ბოლო დროს არაერთი საინტერესო ადამიანი წამოვიდა წინა პლანზე და პარტიაც თითქოს ემსგავსებოდა ნორმალურ, დემოკრატიულ პოლიტიკურ ორგანიზმს, თუმცა სააკაშვილი როგორც ჩანს ამას არ დაუშვებს. “ჩემს გარეშე ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“ – მისი უცვლელი ლოზუნგია. შესაბამისად, არჩევნების შემდეგ გარდაუვალია: ან ნაციონალური მოძრაობიდან სააკაშვილის გამიჯვნა, ან პარტიის დაშლა, ანუ პროგრესული ნაწილის წასვლა ამ პარტიიდან.

6. ახლა, რომ არ იფიქროთ, რომ ძალიან მადარდებს სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ბედი: სააკაშვილის პერსონა ძირითადად კონტექსტის გამოა ჩემთვის საინტერესო ბოლო 8 წლის განმავლობაში. სააკაშვილის არაადეკვატური წინასაარჩევნო აქცენტები როგორც წესი, მავნებელია ხოლმე პოლიტიკური პროცესისთვის და ოცნებას აძლიერებს, თუმცა ამჯერად დიდი იმედი მაქვს ასე არ მოხდება, რადგან საფრთხობელას როლშიც სააკაშვილს ყავლი გაუვიდა, ოცნების მმართველობა კი იმდენად ცხადი ჭაობია, რომ არჩევანი ცალსახაა და ოცნება წავა ნებისმიერ შემთხვევაში.

7. აქვს თუ არა სააკაშვილს პრემიერობის შანსი? არავითარი შანსი არ აქვს. ის არ არის თავსებადი მეტნაკლებად დემოკრატიულ გარემოსთან, არ შეუძლია ასეთ გარემოში ოპერირება. მას არ შეუძლია გაყოფილი ძალაუფლება, ამ დროს ის უბრალოდ კომიკურ პერსონაჟად იქცევა. არადა საქართველოს დღევანდელი მოცემულობა და არჩევანი ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე სააკაშვილი ან ივანიშვილი ისურვებდნენ. ვერცერთი პარტია საბედნიეროდ ვერ შეძლებს სრული ძალაუფლების ხელში აღებას. სააკაშვილს ამის აღიარება აშკარად არ შეუძლია და წარსულ დიდებაზე ოცნებით იკვებება. დღევანდელი ამოცანა წინ წასვლაა და არა წარსულში დაბრუნება. სააკაშვილი რომ ღრმა წარსულია, დღევანდელმა მიმართვამაც დაადასტურა.

8. მოკლედ, გავანებოთ იმ კაცს თავი, გაახაროს თავისი ჭია. მივხედოთ ამ ქვეყანას და ვეცადოთ წინ წავიდეთ.”

თეგები: მიხეილ სააკაშვილინინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved