მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახელმწიფო კონსილიუმის წევრებმა მოინახულეს. ნინო შარაშენიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს პერიოდულად აქვს საერთო სისუსტე. მისივე თქმით, გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლები ჯერ კიდევ საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩართულობას.
„გავსინჯეთ პაციენტი. ზოგადი თერაპიული სტატუსი არის სტაბილური. აქვს პერიოდულად საერთო სისუსტე, რომელიც განსაკუთრებით თვალში საცემი ხდება მისი ემოციური ან ფიზიკური აქტივობის შემდეგ. გუშინ იყო არტერიული წნევის მომატების ეპიზოდი, რაც მალე დარეგულირდა. იღებს საკვებს ფიზიოლოგიურად. აქვს კვების რეჟიმი. გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლები ჯერ კიდევ საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩართულობას და იღებს მედიკამენტებს. რაიმე განსაკუთრებული ჩივილი არ წარმოუდგენია. ვისაუბრეთ, გვითხრა თუ რა პრობლემა ჰქონდა. გავაცანით ჩვენი მოქმედების ტაქტიკა. ჩვენი ყოველდღიური ჩართულობა, სავარაუდოდ საჭირო არ არის. რა თქმა უნდა, პირველივე აუცილებლობის შემთხვევაში, გამოვცხადდებით. ყოველ ხუთ დღეში აუცილებლად ვნახავთ. საჭიროების შემთხვევაში, დღეში ორჯერაც“, – განაცხადა ნინო შარაშენიძემ.
კომენტარები