• რეკლამა
  • კონტაქტი
06:30, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
04:32 12-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
127

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე:

„კარგად მახსოვს 1992 წელი!!

ჩემს მეხსიერებაში ყველაზე საშინელი და სისხლიანი წელი!!

ეს ის წელია ჯაბა იოსელიანმა რომ განაცხადა ტელევიზიით-“დემოკრატია ლობიოობა არ არის და ყველა მიტინგს დავხრვრეტთო”!!

დელისის მეტრო მახსოვს ყველაზე კარგად.წინა დღით ყველა გააფრთხილეს – მიხვალთ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერ მიტინგზე და ადგილზე იქნებით ლიკვიდირებულიო!!

ჩემი მეზობელი მეცნიერი ცოლ-ქმარი მახსოვს,გამოწყობილები რომ გამოვიდნენ სადარბაზოდან და კითხვაზე – სად მიდიხართ ? გაოცებულებმა უპასუხეს – როგორ თუ სად,ზვიადს და საქართველოს ვჭირდებით,მიტინგზე მივდივართო!!

ასე მოდიოდა და მოდიოდა ხალხი ყველა უბნიდან – უიარაღოდ,შიშველი ხელებით,საქართველოს პრეზიდენტის და დამოუკიდებლობის დაცვის სურვილით გულანთებული!!

მოდიოდა ხალხი და მიდიოდა სიკვდილზე,გარდაუვალ დარბევაზე – სიცოცხლეს წირავდა საქართველოს თავისუფლებისა და კანონიერებისათვის!!

როდესაც დელისის მეტროსთან მშვიდობიან მიტინგს ავტომატების ჯერი დაუშინეს ყველა შეშინდა,პროპკავშირების სასახლის კარებები შეამტვრია,შენობას შეაფარა თავი,მაგრამ ზუსტად 5 წუთში ხალხი გამოერკვა,ერთიანად იხუვლა და ეს უიარაღო ხალხი გარეთ გავარდა – კალაშნიკოვის ტყვიების წვიმაში ,შიშველი ხელებით ეკვეთა ჯალათებს,რომლებიც ჯერ გაიცდნენ და შემდეგ შეშინებულები მანქანებში ჩახტნენ და გაიქცნენ!!

ასევე მოხდა დიდუბის მეტროსთან,2 თებერვალს ცირკთან,თავისუფლების მოედანზე,ზუგდიდში,წალენჯიხაში და სხვა ბევრ ქალაქში – უიარაღო ხალხი ტყვიას უშვერდა მკერდს და ასე იცავდა თავის პრეზიდენტს!!

დიახ – ჭეშმარიტი პრეზიდენტის დასაცავად პატრიოტები ტყვიების წვიმაში თავს წირავდნენ და 200-300 ათასი ქართველი უშიშრად გამოდიოდა კანონიერების აღდგენისათვის!!

რა სურათს ვხედავთ დღეს ? სააკაშვილის დასაცავად არათუ ტყვიების წვიმაში,არამედ შესანიშნავ ამინდში, კომფორტულ გარემოში,ტელევიზიების პირდაპირ ეთერში,კონცერტის და სხვა გასართობის თანხლებით ,50 და 100 ლარიანი ანაზღაურებით 1000 კაციც არ იკრიბება!!

არც რეზინის ტყვიას ესვრის ვინმე და არც ცრემლსადენ გაზს – ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე – ამათთვის 1992 წლის მსგავსად ნამდვილი ტყვია რომ ესროლა ვინმეს,ალბათ 3 კაციც არ მივიდოდა მიტინგზე!!

თუ საღი გონება შერჩა – თავად უნდა მიხვდეს სააკაშვილი რომ მას არანაირი რეალური მხარდაჭერა არ აქვს და ყველაფერი მისი ფულით შექმნილი ტელევიზიების მიერ დახატული ზღაპარია,რომელი ზღაპარითაც,ყალბი რეიტინგებითაც ის თავისსავე გარემოცვამ გაასულელა!!

მიშა სააკაშვილო – შეეგუე რომ არ უყვარხარ ქართველებს, მათთვის შენ უცხოდ დარჩი,ვიღაცეების გამოგზავნილად არგიქვამენ და 50 თუ 100 ლარად მოყვანილი საცოდავი ხალხი არც შენი მხარდამჭერია და არც პატივისმცემელი!!

სააკაშვილო – ერთზე დაფიქრდი – წარმოიდგინე ზვიად გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ – რამდენი ასეულ ათასი პატრიოტი იქნებოდა 24 საათი ციხის კედლებთან ,რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად – შემდეგ შენს გაქსუებულ გარემოცვას შეხედე, პარლამენტარის მანდატის დატოვებაც კი რომ დაენანათ – ბოლოს ადექი და საკნის თუ პალატის გისოსებიდან გადმოიხედე და ვერცერთ შენიანს,ცარიელ ეზოს რომ დაინახავ – ბევრ რამეს მიხვდები!!

P.S. პირველ ფოტოზე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მიტინგია

მეორე ფოტოზე სააკაშვილის მომხრეთა მიტინგი“

თეგები: სანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved