• რეკლამა
  • კონტაქტი
16:17, შაბათი, 22 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სააკაშვილმა ვაშაძე სულ პანღურით გამოაგდო და მოღალატე ეძახა თავის დროზე… ახლა იცით, რა მისია აქვს?“ – სანდრო ბრეგაძე

„როდესაც ასეთი ლიდერი ჰყავდა „ნაცმოძრაობას“ საპრეზიდენტო კანდიდატად, როგორ შეეძლო, მოეგო „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის?“

ალია ავტორი - ალია
22:56 05-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,547

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ თანადამფუძნებელი, სანდრო ბრეგაძე.

– რაც უკრაინასთან დაკავშირებით გააკეთა ხელისუფლებამ, მეტის გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა? თუ შეეძლო, რა არ გააკეთა?

– ისევე, როგორც ყველა ხელისუფლებაში, უკრაინის ხელისუფლებაშიც არიან ოდიოზური ფიგურები. ის რომ არის, ცნობილი „დერჟიმორდი“ დავით არახამია. კაცი ქართველია და იმდენად არის საკუთარ ქვეყანაზე დაბოღმილი, რომ მთავარ სამიზნედ საქართველო ჰყავს ამოღებული. ისეთი ადამიანები, რომელთაც თავიანთი სამშობლო არ უყვართ, მე მგონი, არც უკრაინის ხელისუფლებას უნდა სჭირდებოდეს.  ჩვენთან რომ იყოს უკრაინული წარმოშობის თუ უკრაინელი ადამიანი ხელისუფლებაში, რომელიც უკრაინის საწინააღმდეგოდ იმოქმედებდა, მე, მაგალითად, ასეთ ადამიანს გავაგდებდი ხელისუფლებიდან. ვისაც საკუთარი ერის სიყვარული არ აქვს, ის სხვა ერს ვერ შეიყვარებს. იქ კიდევ  არიან ვიღაცები, არესტოვიჩი და სხვები, ისინიც ოდიოზური ფიგურები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს ქვეყანას.  სადღაც მესმის საქართველოს ხელისუფლებისა, მაგრამ იმათიც მესმის, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს ამ ომთან დაკავშირებით. თქვენ არ გაგიჩნდებოდათ კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება? საქართველოს ხელისუფლება ვისკენ არის ამ ომში, ღიად არის სადმე დაფიქსირებული, გეკითხებით?

– ღიად და მკაფიოდ არსად არ არის დაფიქსირებული.

– ჰოდა, ღია პოზიცია რომ არის დაფიქსირებული, ორივე მხარე ეჭვიანობს, იმისკენ ხომ არ არისო.  უკრაინა და დასავლეთი ეჭვიანობენ, რუსეთისკენ ხომ არ არის საქართველოო და რუსები ეჭვიანობენ, დასავლეთისკენ ხომ არ არისო.

– პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია რომ მიიღო, ისიც ვერ გაბედა,  რომ  მასში შემდეგი სიტყვები – „რუსეთის აგრესია“„ოკუპაცია“ და „ომი“ ჩაეწერა. რუსეთის ხსენებაც კი ვერ გაბედეს იმხელა ტექსტში.

– ბოდიში თქვენთან, მე ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ პარლამენტის წევრთა 20% ნორმალური  ადამიანია და 80% არის ჩვეულებრივი ნახირი. ერთად შეყრილია ეს სამარცხვინო ხალხი. რად გაგიკვირდათ ამ ნახირის მიერ მიღებული რეზოლუცია? რაც რუსული პროპაგანდით აკრძალულია რუსეთში, ის სიტყვები ვერ ჩაწერეს და  ის რეალობა არ ასახეს იმ რეზოლუციაში. პოზიცია ავიღოთ, ისიც ხომ სამარცხვინო რამეა. მე არ მახასიათებს საერთოდ  რაღაცა რადიკალური ცვლილებები, მაგრამ  ერთ რამეს გეტყვით. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, იაგო ხვიჩიას ინიციატივას, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა წავიდეს პოლიტიკური არსპარეზიდან, უნდა მიეცეს მსვლელობა. დღეს ეს ხალხი, ეს „გირჩი“ დადგა იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზედაც მე და უამრავი ადამიანი ვდგავართ, რომ უნდა აიკრძალოს „ნაცმოძრაობა“? „ნაცმოძრაობა“ უნდა აიკრძალოს არა მარტო იმიტომ, რაც ხელისუფლებაში ყოფნისას აქვს ჩადენილი, არამედ იმიტომაც, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთი მაცოცხლებელი ძალა „ნაცმოძრაობაა“. სანამ იარსებებს ე. წ. ბრძოლა  „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, სააკაშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, ყოველთვის იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და „ნაცმოძრაობა“ დარჩება პირველ ოპოზიციურ ძალად. 10 წელია, ერთ წრეზე ვტრიალებთ. ხომ იყო „ნაცმოძრაობა“ #1 ოპოზიციურ ძალად წარმოჩენილი, რომელსაც ხელისუფლება უნდა შეეცვალა ან დაემხო. ეს რომ ზღაპარი იყო, დღეს ხომ კარგად გამოჩნდა. „ნაცმოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი 2019 წელს იყო გრიგოლ ვაშაძე. მაშინ გვეგონა, რომ ხელისუფლების დიდი ოპონენტი იყო. დღეს ხომ გაირკვა, რომ ვაშაძე იყო „ქართული ოცნების“ მიერ ნაყიდი პოლიტიკური ფიგურა.  თქვენ რა გგონიათ, სააკაშვილთან ციხეში რატომ დადის ვაშაძე? სააკაშვილმა სულ პანღურის კვრით გამოაგდო და მოღალატე ეძახა თავის დროზე. ვაშაძემ მართლა უღალატა სააკაშვილს. აბა, რა მისიით დადის ასე ხშირად  ციხეში მის მოსანახულებლად, როგორ ფიქრობთ? გრიგოლ ვაშაძეა შუამავალი ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის, ფოსტალიონია. სააკაშვილთან ამბის მიმტან-მომტანი ადამიანი. წარმოიდგინეთ, ვაშაძე რამდენად ნდობით აღჭურვილი პირია ხელისუფლებისა, რომ ეს საქმე მას ანდეს.  დღეს, ფაქტობრივად, ვაშაძე არის საქართველოს ხელისუფლების ნაწილი. ახლა როდესაც ასეთი ლიდერი ჰყავდა „ნაცმოძრაობას“ საპრეზიდენტო კანდიდატად, როგორ შეეძლო, მოეგო  „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის?!

თეგები: გრიგოლ ვაშაძემიხეილ სააკაშვილისანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს
ახალი ამბები

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს

17:41 11-21-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
ახალი ამბები

Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე

11:30 11-21-2025
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
ახალი ამბები

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025

08:00 11-21-2025
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved