• რეკლამა
  • კონტაქტი
03:08, შაბათი, 21 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილმა, თავისი “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიით”, დააპაუზა ჟურნალიტიკის განვითარების პროცესი – აბსანძე

ალია ავტორი - ალია
12:32 09-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

“სააკაშვილმა, თავისი “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიით”, დიდი ხნით დააპაუზა ჟურნალიტიკის ბუნებრივი განვითარების პროცესი – ასე ეხმაურება დღეს არსებულ ვითარებას ქართულ მედიაში, ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე. აბსანძე ქართული მედიის ისტორიის ქრონოლოგიას მიჰყვება და აცხადებს, რომ რაც ქართულ მედიას დღეს სჭირს, სრულიად კანონზომიერია.”ახლა კი სერიოზულად. გრძელი პოსტი კია, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დამეწერა?რაც ქართულ მედიას დღეს სჭირს, სრულიად კანონზომიერია. განსაკუთრებით, ტელე-მედიაზე დაკვირვებით შეგვიძლია ამის განხილვა.90-ანებში ჩვენ ნაჯახით ჩავჭერით კავშირი ქართველი ჟურნალისტების “ძველ” და “ახალ” თაობას შორის.”ძველი” ჟურნალისტიკის ნიშანხატი ჯულიეტა ვაშაყმაძეა, მაგალითად – ძალიან ნიჭიერი და ყოველთვის პროგრესზე ორიენტირებული ქალი, სუფლიორის გარეშე რომ ახერხებდა მაყურებელთან თვალით კონტაქტიც შეენარჩუნებინა და ამბავიც მოეყოლა. ან, დავით სოკოლოვი. დღეს გარდაიცვალა და ამ ორომტრიალში ცოტამ თუ შეიტყო და შეიმჩნია.სიცარიელეში გაჩნდა “ახალი” ტელემედია – “იბერვიზია”. თინეიჯერი გოგო-ბიჭებით, სადღაც მეტრო “დელისთან”. სამონტაჟო-სტუდიებით სარდაფში, რომელიც ადრე თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა (თავს ვერ დავდებ, მაგრამ, ასე მახსოვს).მანამდე იყო ზვიად გამსახურდია – თავისი ეთნო-ნაციონალიზმით. რა მხრიდანაც არ უნდა შევხედოთ, მაშინდელმა კრებითმა “ჯულიეტა ვაშაყმაძემ” ჟურნალისტურად სწორი მხარე დაიჭირა – დასვა შეკითხვები  და უპასუხობა ტელევიზიის კიბეებზე ჩამოსხდომით გააპროტესტა.შესაძლოა, სწორედ ეს გახდა ამ თაობის ქართველი ჟურნალისტების გარიყვის საფუძველი.  რაღაც საკრალურად “ქართულს” უღალატეს იმდროინდელი აღქმით.ჩემი აზრით, სწორედ ამის შემდეგ იქცა რუტინად, რომ, მაგალითად, საპარლამენტო კორესპონდენტები უასაკო გოგო-ბიჭები არიან და ამ საქმეს კარიერის ერთ-ერთ ქვედა საფეხურად განიხილავენ. თუ ყველაფერი კარგად წავა, ან პიარში გადაინაცლებენ, ან რომელიმე სტუდიას მოირგებენ წამყვანებად.არადა, საპარლამენტო (ისევე, როგორც პრეზიდენტის, ან პრემიერის Pool-ის) კორესპონდენტობა ჟურნალისტის კარიერაში მწვერვალია. შევარდნაძის ეპოქაში ამ ერთგვარი გაუგებრობის დაბალანსების ნიშნები გამოჩნდა.  ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა და სახელმწიფოს მედიის გაკონტროლებისთვის არ ეცალა.მაგრამ, სააკაშვილმა, თავისი “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიით”, დიდი ხნით დააპაუზა ჟურნალიტიკის ბუნებრივი განვითარების პროცესი.ახლა კი ბოლო ათწლეულების ტყვეები ვართ. საპარლამენტო კორესპონდენტობა, მაგალითად, კვლავ ერთ-ერთ საფეხურად აღიქმება ახალგაზრდა კოლეგებში, ან უარესიც – არ არსებობს კონკრეტულ სფეროზე ორიენტირების პრაქტიკა და ჩვევა.ისტორიით რელევანტურად შედარებად ბალტიის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში ასე არ არის. იქ იქაურ “ჯულიეტა ვაშაყმაძეებისა” და თანამედროვეობის კავშირი არ გაწყვიტეს. პოლიტიკაშიც ასევე მოექცნენ – საქმის მცოდნე პოლიტიკოსები ნაგავში არ მოუსროლიათ. პირიქით, მათივე გამოცდილებით ჩააყენეს ქვეყნის სამსახურში. ახლაც რაღაც საეტაპო ხდება ამ ქვეყნის ისტორიაში. დიდი იმედი მაქვს, რომ ჟურნალისტები ფეხს ავუწყობთ და სადმე   კონიუნქტურულ ორღობეში არ ჩავრჩებით.მადლობა, თუ ბოლომდე წაიკითხეთ და ბოდიში ამსიგრძე სტატუსისთვის. – წერს ირაკლი აბსანძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved