„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასა და გუშინდელ სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
მისი თქმით, სააკაშვილის კვების რაოდენობა და კალორაჟი გაზრდილია.
„პაციენტს საღამოს აღენიშნებოდა 37.2 ტემპერატურა, დღეს დილით აღენიშნება 37.3. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ მან კვების რაციონი შედარებით გააფართოვა. რაც ფაქტია, არის ის, რომ უფრო გაფართოვდა რაციონი და იმედია, ეს ასე გაგრძელდება, გარე ძალები არ ჩაერევიან და გვადროვებენ პაციენტთან მუშაობას“, – განაცხადა ჩხაიძემ.
კომენტარები