• რეკლამა
  • კონტაქტი
02:11, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილმა ივანიშვილის გამო კონსტიტუცია შეცვალა – გია ბარამიძე

ალია ავტორი - ალია
10:56 11-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
182

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფნის დროს, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ რაკი ის გამოჩნდა, როგორც ოპონენტი, არჩევნებში მისი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ კონსტიტუცია შეცვალა. – შესაბამისი განცხადება მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.

კითხვაზე, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება თუ ამბობს, რომ კონსტიტუცია ბიძინა ივანიშვილის გამო შეცვალა, ამავდროულად რატომ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული პროექტია, გიორგი ბარამიძის თქმით, ახლა გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული პროექტია და ეს მაშინ არავის ეგონა.

“კი არ დაგვიჭერია, მისი ხათრით კონსტიტუცია შევცვალეთ. მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის გამო, იმისთვის, რომ მას არჩევნებში მონაწილეობა მიეღო და თანასწორი კონკურენცია ყოფილიყო, კონსტიტუცია შეცვალა და ისიც შევიტანეთ, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს, თუ ის ევროკავშირის მოქალაქეა, შეუძლია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყოს. მას მოვარგეთ და ძალიან კი მივქარეთ, რომ ეს არასწორი რაღაც გავაკეთეთ.

მაშინ ბიძინა ივანიშვილი ძალიან დალხინებულად და მშვენივრად ცხოვრობდა საქართველოში. უფრო მეტიც, მისი რეკომენდაციით, ასევე შეცდომას რომ უშვებდა ხელისუფლება, ვიღაცამ ეს მომპარა, ის მომპარაო და ადამიანებს იჭერდნენ კიდევაც. ბიძინა ივანიშვილი შესანიშნავად ცხოვრობდა და მას არაფერი საშურისძიებო არ სჭირს, საქართველოში სასახლეებს აშენებდა და ყველაფერს აკეთებდა, რაც უნდოდა; კიდევ, გადასახადებსაც არ იხდიდა და ესეც კიდევ ჩვენი დანაშაული და მიქარვაა, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით და მას კოჭს ვუგორებდით,”  – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

gtmedia.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved