• რეკლამა
  • კონტაქტი
05:59, სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,სააკაშვილმა გადაწყვიტა ოცნებას კიდევ ერთხელ, ამჯერად ყველაზე კრიტიკულ მომენტში, გაუწოდოს დახმარების ხელი“ – ნათია მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:59 06-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,238

პარტია ,,საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში სააკაშვილს მიმართავს:

,,მიხეილ სააკაშვილს Mikheil Saakashvili მინდა მივმართო – თუ მართლა ქვეყანა უყვარს (და არა მხოლოდ საკუთარი თავი), შეწყვიტოს ეგომანიაკობა, გაწყვიტოს ყველანაირი კავშირი პოლიტიკასთან, ღირსეულად მოიხადოს სასჯელი, შეეგუოს, რომ არის წარსული და გზა დაუთმოს მომავალს.

ვარდების რევოლუციის დროს სტუდენტი ვიყავი. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, კორუფციის და ნეპოტიზმის გარეშე, ღია კონკურსით მოვხვდი პროკურატურაში. ბევრი ჩემნაირი ახალგაზრდისთვის გაიხსნა სახელმწიფო უწყებების კარი. უამრავი კარგი გაკეთდა საპატრულო პოლიციის რეფორმით დაწყებული ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლით დამთავრებული. მაგრამ … ხალხმა ვერ და სამართლიანად არ გაპატიათ გირგვლიანი და სხვა მძიმე დანაშაულები, წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეებში, 26 მაისი, იმედის დარბევა და ა.შ. და გაგიშვათ ხელისუფლებიდან. არ გაპატიათ გარყვნა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხალხის ტერორი (ზუსტად ისე, როგორც ოცნებას არ აპატიებენ). დანაშაულები იმდენად მასშტაბური და სისტემური იყო, რომ ყველა კარგი საქმე გადაწონა. შესაბამისად, ამაოა მცდელობა ხალხს დაავიწყოთ ცუდი, მითუმეტეს, როცა თავად ეს ცუდი არასოდეს გადაგიფასებიათ და მინიმუმ ბოდიში არ მოგიხდიათ.

ამ ფონზე, ნებისმიერი მისი პოლიტიკური აქტიურობა არის საჩუქარი ოცნებისთვის. 11 წელია ამ საჩუქრებს ჩუქნის და ოცნების ხელისუფლებაში ყოფნას ახანგრძლივებს. ბოლო 2 წელია საზოგადოება და საკუთარი ამომრჩეველი მისი ცხოვრებით და როგორც აღმოჩნდა, ტყუილებში აცხოვრა. ესეც არ იკმარა და გადაწყვიტა ოცნებას კიდევ ერთხელ, ამჯერად ყველაზე კრიტიკულ მომენტში, გაუწოდოს დახმარების ხელი. ახლა ოცნების დახმარება, ღალატის ტოლფასია იმიტომ, რომ სასწორზე ქვეყნის ევროპული მომავალი დევს.

შესაბამისად, როგორც ჩამოვიდა, ისე მოიხადოს სასჯელი და დაეხსნას ქართულ პოლიტიკას. შეუძლებელია წარსულმა, რომელიც აწმყოს ვერ ქმნის, შექმნას მომავალი. გაიაზროს, რომ არის წარსული და იქნებ შემდეგ ხალხმა ის კარგიც დაინახოს, რაც ცუდის კეთებამდე უკეთებია.”

თეგები: ნათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved