საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ექიმების კონსილიუმთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
“როგორც იცით, აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ ექიმების ჯგუფთან, ერთადერთი მიზნით, რომ შემენარჩუნებინა არჩევნებამდე შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი, დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ ექიმების კონსილიუმის და, სამწუხაროა, რომ მთავრობამ მათი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს”. – მიხეილ სააკაშვილის ამ მიმართვას მისი ადვოკატი ავრცელებს.














კომენტარები