• რეკლამა
  • კონტაქტი
05:25, შაბათი, 12 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები პრეზიდენტმა შეიწყალა

ალია ავტორი - ალია
12:52 07-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე საზღვრის უკანონო ბრალდებით დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები შეიწყალა. ინფორმაცია On.ge-ს მეზღვაურების ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დაუდასტურა.

გათავისუფლებულია ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი დაცვის წევრი, მიხეილ ბატურინიც. ბასილაიას განცხადებით, 15 ივლისს, განაჩენის დადგომიდან მეორე დღეს, უკრაინელ მეზღვაურებს შეწყალების თხოვნის დაწერა შესთავაზეს, რაზეც მათ უარი განაცხადეს. მისივე თქმით, ეს არ შეუთავაზებიათ საქართველოს მოქალაქისთვის.

“უკრაინის მოქალაქეებმა უთხრეს, არა, ჩვენ დანაშაული არ ჩაგვიდენია არანაირი, კანონი არ დაგვირღვევია, ამიტომ შეწყალებას არ ვითხოვთ. ამავდროულად, ასეთ ამორალურ შემოთავაზებას, რომ თქვენ ორს გაგათავისუფლებთ და საქართველოს მოქალაქეს ციხეში ჩავტოვებთ, საერთოდ, როგორ აძლევთ თავს უფლებას, რომ ასეთი რამ შემოგვთავაზოთ. ამის შემდეგ, იყო სიტუაცია, როდესაც უკვე უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საფრთხის ქვეშ დადგა საქართველში და დღეს ვხედავთ, რომ სამივე გაათავისუფლეს, შესაბამისად, ცხადია, ამათი დაჭერაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და გათავისუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტლება”, — აცხადებს ის.

ადვოკატის განცხადებით, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით ედებოდათ, რაც ჯგუფურად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი 17 ივლისს გამოსცა, რომელიც ძალაში 19 ივლისს შევიდა. მათივე განცხადებით, ეს ორ პრეზიდენტს შორის იმ შეთანხმების შესრულებაა, რომელიც კიევში ოფიციალური ვიზიტისას შედგა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved