მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საქმეზე დაკავებულ გიორგი ნარიმანიძეს, ბრალის დადგენილება უფლებადამცველების გარეშე გააცნეს. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ საგამოძიებო უწყებამ 32 წლის კაცს დაცვის უფლებით სარგებლობის საშუალება წაართვა და მისი ინტერესების დამცველებიც საქმის მასალების გარეშე დატოვა.
ნარიმანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
“ის, რომ ადვოკატისთვის შეტყობინების გარეშე გამომძიებელი ქურდულად შეიპარა იზოლატორში და ბრალის დადგენილება ჩააბარა ბრალდებულს, თანაც ისე, რომ არ დააფიქსირა მისი პოზიცია, რომ ის ითხოვდა ადვოკატს, იმისკენ მიუთითებს, რომ პროკურატურას ამ საქმეში აქვს მკაფიო მიზანი და ეს არის არა მართლმსაჯულება, არამედ შურისძიება და კონკრეტული ადამიანების დასჯა”, – თქვა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მე-4 პირი, გიორგი ნარიმანიძე პოლიციამ 20 ოქტომბერს დააკავა. მისთვის წაყენებული ბრალი მძიმე დანაშაულის დაფარვას და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს.
კომენტარები