• რეკლამა
  • კონტაქტი
23:03, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სააკაშვილის რეჟიმის დროს პირველი რამაც ჩემში უსამართლობის განცდა გამოიწვია ეს იყო ძალადობა ადამიანებზე ქუჩაში“ – ზურა ხაჩიძე

ალია ავტორი - ალია
21:09 12-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,596

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე, მომღერალი ზურა ხაჩიძე:

„გუშინ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანის დაკრძალვა იყო, რის გამოც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ვერ დავაფიქსირე, ამიტომ დღეს დავწერ ჩემს სათქმელს – სააკაშვილის რეჟიმის დროს პირველი რამაც ჩემში უსამართლობის განცდა გამოიწვია ეს იყო ძალადობა ადამიანებზე ქუჩაში, ციხეში ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა და პოლიციური სახელმწიფოს შექმნამ.
ვგმობ ნებისმიერი სახის ძალადობას, როგორც აქციის მონაწილეზე ასევე პოლიციელზე რომელიც ჩვენს სახელმწიფოში წესრიგს იცავს.(ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე, რომ დაემუქროს ეს პოლიციელები წინა ხაზზე დადგებიან და ქვეყნისთვის, ყველაზე ძვირფას, საკუთარ სიცოცხლეს დათმობენ) ჩემი სრული მხარდაჭერა სამართალდამცავ ორგანოებს და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ შეხლა შემოხლაში მოჰყვნენ.
არ გამოვაქვეყნებ მაგრამ პირობას გაძლევთ სათითაოდ ჩაგხედავთ თვალებში ვინც ამ მძიმე დროს ისარგებლეთ ჩემი მდგომარეობით და მლანძღეთ, თითოეული ადამიანის მონაცემი შევინახე, არა შურისძიებისთვის, არამედ თქვენი ლუსტრაციისთვის და მორალური ფსკერის ჩვენებისთვის. გაოცებული ვარ რა სიტყვებს იყენებენ ეს პატარა გოგო/ბიჭები, საოცარი სად გაიზარდნენ?! ვთქვათ და არ ვფიქრობ ისე როგორც შენ ფიქრობ ეს არის დემოკრატია და ევროპა რასაც იწერებით? ეს არის დემოკრატი,თქვენი გაგებით?! არ ვიზიარებ შენს პოზიციას და მაქვს ჩემი შეხედულება ასეთი სიტყვებით რომ მეტყველებ არ გრცხვენია?! აქვე მცირე ლირიკული გადახვევა, დოქსოპულო შენ დედა გყავს?…
რაც შეეხება ჩემს პოზიციას ბევრმა მომნიშნა “იმედის” ეთერში გაკეთებულ ძველ განცხადებაზე რომ ქვეყნის კურსის შეცვლის შემთხვევაში თანამდებობას დავტოვებდი.
მინდა ხმამაღლა განვაცხადო, ჩემს გუნდს და ხელისუფლებას კურსი არ შეუცვლია და თუ ვინმეს წაკითხულის ან მოსმენილის შინაარსის გაგების უნარი არ გააჩნია მისი პრობლემაა. ნათლად განაცხადა პრემიერმა “დასავლეთის მზაობის შემთხვევაში მზად არის, დღესვე მოაწეროს ხელი მოლაპარაკების გახსნას ევრო სტრუქტურებთან” მეტს არაფერს დავწერ!
პ.ს. კიდევ ერთხელ დავწერ ყოველთვის ჩემი სახელმწიფოს და ეკლესიის გვერდში ვიქნები, არასდროს დავუჭერ მხარს რევოლუციას და ქვეყნის განადგურებას, ყოველთვის ვიმოქმედებ ისე, როგორც ამას შინაგანი მორალი მიკარნახებს. ღმერთმა დალოცოს საქართველო!“
თეგები: ზურა ხაჩიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved