• რეკლამა
  • კონტაქტი
20:20, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილის ყველა მოწოდება საბოლოო ჯამში დამაზიანებელი აღმოჩნდა „ნაცმოძრაობისთვის“- რატი იონათამიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:36 01-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

სააკაშვილის არასოდეს აინტერესებდა თუნდაც თავისი პარტიის განვითარება, მას ყოველთვის აინტერესებდა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა და საკუთარი პოლიტიკური თუ პირადი ინტერესების დაკმაყოფილება – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„ყველა მოწოდება, რომელიც მან გააჟღერა, საბოლოო ჯამში დამაზიანებელი აღმოჩნდა „ნაცმოძრაობისთვის“. რატომ? იმიტომ რომ სააკაშვილის არასოდეს აინტერესებდა თუნდაც თავისი პარტიის განვითარება, მას ყოველთვის აინტერესებდა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა და საკუთარი პოლიტიკური თუ პირადი ინტერესების დაკმაყოფილება. ცხადია, დღეს ის გაბრაზებულია თავის პარტიაზე, ვინაიდან ხედავს, რომ მათ არ აქვთ არანაირი რესურსი, რათა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში რაიმე შეცვალონ. ამიტომ ერთადერთი გზა, რომელსაც თვითონ ყოველ ჯერზე ირჩევდა, ეს არის დაძაბულობა და რადიკალიზაცია. ამისკენ მოუწოდებს ის თანაპარტიელებს და ისინიც ცდილობენ, შეასრულონ ბელადის ნებისმიერი დავალება, მაგრამ ყოველ ჯერზე ამას აკეთებენ ძალიან უხარისხოდ, ვინაიდან საზოგადოებას, და მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველსაც სულ სხვა ინტერესები აქვს. ეს პარტია დღეს დაშორებულია არა მხოლოდ სახელმწიფოებრივ პროცესებს, არამედ იმ შემორჩენილ მხარდამჭერებსაც, რომლებმაც თუნდაც ბოლო არჩევნებზე ამ პარტიას დაუჭირეს მხარი. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ამ პარტიას აგონიამდე მიიყვანს, რაც შეიძლება ქართული პოლიტიკისთვის სულაც არ იყოს ცუდი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved