• რეკლამა
  • კონტაქტი
01:23, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილის პროცესისა და ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე ანა ფოტიგა ბორელს კითხვებს უსვამს

ალია ავტორი - ალია
17:20 03-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
468

30 მარტს ევროპის პარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ, განაცხადა, რომ მან ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს, გაუგზავნა წერილი, რომელშიც საქართველოს შესახებ დაუსვა შეკითხვები.

როგორც მან ტვიტერში დაწერა, შეკითხვები ეხებოდა საქართველოს განაცხადს ევროკავშირში წევრობაზე, ევროპულ ღირებულებებს, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობას და შესაძლო სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

პოსტს დართული აქვს თავად წერილის ასლი, რომელშიც ევროპარლამენტარი მხარდაჭერას გამოუთქვამს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. მაგრამ ის შენიშნავს: „გაწევრიანება დამსახურებაზეა დამოკიდებული. ამასთან დაკავშირებით შეშფოთებული ვარ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობით, რაც ღრმად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებს. ვუერთდები მრავალ მოწოდებას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს მოეპყრონ სამართლიანად და ღირსებით და თავი შეიკავონ დამამცირებელი მოპყრობისა და პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან.“

ფოტიგას სიტყვებით, მრავალმა ინსტიტუტმა, ექიმმა და დიპლომატმა გამოხატა სერიოზული შეშფოთება სასამართლო პროცესის შესახებ და სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო, რაც „წაქეზებულია რუსული კავშირების მქონე ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც არაფორმალურად აკონტროლებს საქართველოს მთავრობას“.

წერილის ავტორი ასევე ახსენებს, რომ ივანიშვილის არაფორმალური კავშირების შედეგია მმართველი პარტია „ქართული ოცნების” მთავრობის ორაზროვანი პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მიმართ“.

წერილში ფოტიგა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ლიდერს მიმართავს ორი შეკითხვით:

„1. შეესაბამება თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და არასათანადო მოპყრობის პოლიტიკა ევროპულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს, რაც სავალდებულოა გაწევრიანების პროცესში?

2. ეთანხმება თუ არა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი იმას, რომ მოლდოვის დეოლიგარქიზაციამ დადებითი როლი ითამაშა ამ ქვეყანაში პოლიტიკურ რეფორმებზე და მის მომავალზე ევროკავშირთან დაკავშირებით და იზიარებს თუ არა ის გავრცელებულ მოსაზრებას, რომ რუსული კავშირების მქონე საეჭვო რეპუტაციის ქართველი ოლიგარქისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას მსგავსი დადებითი შედეგი ექნებოდა?“

3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, საქართველომ ევროკავშირს მიმართა ოფიციალური განაცხადით ბლოკში გაწევრიანების თაობაზე.

თეგები: ანა ფოტიგა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved