• რეკლამა
  • კონტაქტი
20:39, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სააკაშვილის მორიგი საშიში პროვოკაციების შესახებ“- ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
15:36 02-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
208

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების არ აღიარება მათ შორის გამართული საიდუმლო შეხვედრების შედეგია, ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„სააკაშვილის მორიგი საშიში პროვოკაციების შესახებ.. რასაც ახლა სააკაშვილის, მისი ჯიბის მედია და მხარდამჭერები სჩადიან, რამდენიმე მიზანს ემსახურება, თუმცა ერთ მთავარ მიზანს ისახავს – რევანშს.ამ მიზნის მისაღწევად, ეს უსამშობლო ადამიანები, ყველა საშუალებას მიმართავენ.ძველ ამბებს აღარ გავიხსენებ. მხოლოდ ამ 1-2 კვირის პროვოკაციებს გადავხედოთ.სააკაშვილმა დაიწყო პრიმიტიული, იაფფასიანი “პროგნოზით”, რუსეთი ანაკლიას დაარტყამსო. მისმა მედიამ ეს თემა ორი დღე ატრიალა.შემდეგ პირიქით გააკეთეს და უკვე სააკაშვილის პირადი ტელევიზია აკეთებს “პროგნოზებს”, რუსეთი ცხინვალის და ენგურჰესის მიერთებას აპირებსო.უამრავი ადამიანის, მ.შ. ჩემი მხრიდანაც გამოთქმული მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ეს თემა მაინც ატრიალეს. მედიის აჟიოტაჟს კი სააკაშვილის პოსტი მოჰყვა. წარმოდგენა რომ არ აქვთ ენგურჰესის მდებარეობაზე, ეს ცალკე საკითხია.ამის შემდეგ უკვე ისევ სააკაშვილმა შემოაგდო რუსეთის მიერ თრუსოს ხეობის 200 კვ. კმ-ით (ზოგიერთი მედია საუბრობდა 200 კვ. მეტრზე) შესაძლო მითვისების შესახებ. ორკესტრირებულად აყვა ჯიბის მედიაც.არც ეს თემა აგორდა. თუმცა, სააკაშვილის გზავნილების ადრესატი არაა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა. მის 1,1 მილიონიან ფეისბუკ გვერდს რუსეთიც ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა და უკრაინაც. მისი ფეისბუკ პოსტებს შემდეგ ბეჭდავენ როგორც უკრაინულ, ასევე რუსულ მედიაში, აშუქებენ ტელევოზიები.სააკაშვილი რომ პროვოკაციულ თემებს აგორებს, ზედაპირზე დევს, ანალიზიც არ სჭირდება.ამ პროვოკაციულ აჟიოტაჟს ახლავს საპარლამენტო რეზოლუციის ტექსტის კრიტიკა, ბრალდებები, თითქოს ხელისუფლებას რუსეთის ეშინია, ცდილობს არ გააღიზიანოს და ა.შ. ეს ნაწილი უკვე შიდა აუდიტორიისთვისაა.არადა, რა სინდისით საუბრობენ, როცა აგვისტოს ომის წინ საუბრობდნენ რუსეთს ომი არ უნდა, კოკოითის პროვოკაციებიაო.რუსეთთან გამწვავების მცდელობების პარალელურად განჯის ჭიშკრის (კარის, კარიბჭის) თემა ააგორეს, რათა აზერბაიჯანთან გაართულონ ურთიერთობები. აქამდე არავის არაფერი მოუთხოვია ეს კარი, ხმა მიაწვდინონ და აწი მოითხოვონ. ყველაფერთან ერთად, ეს თემა თუ გამწვავდა, იტყვიან, ჩვენ თუ გარეჯზე გვედავებით, აგერ თქვენ განჯის ჭიშკრის საკითხს ვერ წყვეტთო. არაფერი გამოუვათ, მაგრამ ხომ ცდილობენ?!ბოლო პროვოკაცია კი სააკაშვილმა 9 თებერვლის სასამართლო პროცესზე წამოიწყო და მისი ისტერიული ყვირილი, ლუკაშენკოსთან ოთხი ფარული შეხვედრის შესახებ, უნისონში ჩაჯდა ვლადიმირ სოლოვიოვის მიერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის დასმულ კითხვასთან – როდის აღიარებთ აფხაზეთსა და ცხინვალსო?ლუკაშენკო, რომელიც 14 წელია, მიუხედავად კრემლის ზეწოლისა, აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ექს-პრეზიდენტი ცილს სწამებს, თითქოს მასთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.ვინ დაიჯერებს, რომ ოთხჯერ კი არა, თუნდაც ერთხელ, ლუკაშენკო ფარულად ჩაფრინდა ლონდონში სააკაშვილის ხათრით? ლონდონში კი არა, ფარულად უნგრეთში ვერ ჩაფრინდება, ორბანთან, ისეთი გამადიდებლის ქვეშაა დასავლეთის მხრიდან.მანამდე იცრუა ტაილანდში მქონდა ფარული შეხვედრები არაღიარების მიზნითო.ერთი მხრივ ამ 9 მილიონის გადაფარვას ცდილობს, თითქოსდა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გაიხარჯა. არადა, ოქროს სამკაულებზე და სხვა პირადი ფუფუნების ხარჯებზე, ყველანაირად არიდებს თავს საუბარს.მეორე მხრივ კი პირდაპირ ლუკაშენკოს და პუტინს უგზავნის გზავნილებს, ლუკაშენკოს გასაღიზიანებლად, პუტინს კი ლუკაშენკოზე ზეწოლისთვის ახალი ბერკეტის მისაცემად. პირდაპირ დაუსვამს კითხვას: შენ ჩემს ზურგს უკან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდი?ენმ წლებია ცდილობს ოცნება და ნაციონალები გააიგივოს: ჩვენ ვარბევდით, თქვენც დაარბიეთ, ჩვენ ცუდები ვართ, თქვენც ცუდები ხართ, ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, თქვენ უფრო მეტი დაკარგეთ.უფრო მეტი ტერიტორიის დაკარგვა რომ უტიფარი სიცრუეა, რუკაზე დახედვაც არ სჭირდება. იქეთ კოდორის ხეობის ჩაბარება, აქეთ ცხინვალის მთელი რეგიონის 2/3-ს ვაკონტროლებდით.დარჩათ ერთი თემა: ჩვენ ვიომეთ, თქვენც იომეთ.სააკაშვილის ეს პროვოკაციული გამოსვლა არ გამორჩენია რუსულ არხებს, ლუკაშენკო ლონდონში საერთოდ არაა ნამყოფიო, მაგრამ ეს განცხადებები რომ პღოვოკაციული და აღიარების პროვოცირებას ისახავს მიზნად, ზედაპირზე დევს.ადრე დავწერე, როცა ტაილანდის ღრეობები მიაბა, თითქოს ვიღაც პრეზიდენტები აგრიალა აბანოებში, რომ პრეზიდენტი არაა მონარქი. მას აქვს ფარული მოლაპარაკებების უფლება, ოღონდ ეს დოკუმენტირებული უნდა იყოს სათანადოდ და ინახებოდეს როგორც მინიმუმ ადმინისტრაციაში.წინა ხელისუფლებას ომის თემაზე ვერიდებოდით, რათა მართლაც არ დაზიანებულიყო საძელმწიფო ინტერესები. მაგრამ, როცა 2018 წელს მამუკა მდინარაძის მიერ გამოვლენილი ევროსაბჭოს #1633 რეზოლუცია წავიკითხე, მგონი ზედმეტად დაგვამუნათეს. მას შემდეგ ამ რეზოლუციის ბევრი ანალიზი დავწერე. მოსაძლეობის დიდი ნაწილი დღესაც ვერ აცნობიერებს რამდენად საზიანო ფორმულირებებია ამ რეზოლუციაში. თანაც, ეს არაა ტალიავინის საგამოძიებო კომისია. ესაა ევროსაბჭოს დასკვნა, რეზოლუციის სახით, რომელსაც დაეთანხმა საქართველოს დელეგაცია კეჭისყრაში ხმის მიცემით, რასაც უკან ვერ გაიწვევ.ამიტომ, კიდევ ერთხელ ვწერ: გამოსაძიებელია ომის მომზადების, მისი წარმოების და ომის შემდგომი პერიოდის პოლიტიკური, ზოგ ნაწილში სამხედრო-პოლიტიკური ნაწილი, რათა ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ თავისი სახელი დაერქვას.რაც შეეხება ზემოთ აღწერილ პროვოკაციულ განცხადებებს, დასკვნები მკითხველმა გააკეთოს“ – წერს სალუქვაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved