• რეკლამა
  • კონტაქტი
02:45, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილის ერთ მიმართვას შეუძლია გამოიყვანოს ქვეყანაში ასი ათასობით ადამიანი – სოფო ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
22:29 01-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,774

სად იქნება სააკაშვილი 2024 წლის არჩევნებისთვის – როგორც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე „რეაქციაში“ ამბობს, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული და ამის გაკეთება ორ ადამიანს შეუძლია – ბიძინა ივანიშვილს და სალომე ზურაბიშვილს.

სოფო ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილის მოწოდებას მხარდამჭერების „ქუჩაში გამოყვანა“ შეუძლია, თუმცა მთავარია, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება.

შანსი ყოველთვის არსებობს, უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს პოლიტიკური. დღეს მხოლოდ ორ ადამიანს აქვს ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა – ბიძინა ივანიშვილია და სალომე ზურაბიშვილი, პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ დასრულდეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანო პოლიტიკური პატიმრობა. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება – ან იყოს მათი მხრიდან პოლიტიკური ნება, ან მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად გაათავისუფლებს ქართული საზოგადოება. მიხეილ სააკაშვილს ჰყავს ასეულობით ათასი ამომრჩეველი, ისინი არ შეეგუებიან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას. უნდა გვახსოვდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ლიდერი, რომლის ერთ მიმართვას შეუძლია გამოიყვანოს ქვეყანაში ასი ათასობით ადამიანი, მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ხელისუფლების მშვიდად გადაბარება… მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს ხალხი, რომელმაც ამ ქვეყანას ერთხელ უკვე მოუტანა თავისუფლება, ხალხი, რომელმაც მოიტანა ვარდების რევოლუცია, ხალხი, რომელმაც ამოიყვანა ქვეყანა ჭაობიდან, ხალხი, რომლის გამოც ჩამოვიდა საქართველოში და დატოვა კრაინაში დიდი კომფორტი, პატივისცემა,“ – ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების მიმართვას უკრაინის პრეზიდენტის, უკრაინის რადასა და უკრაინის ომბუდსმენის მიმართ, რომ დაიწყოს გამოძიება უკრაინაში სააკაშვილის საქმეზე, სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ უკრაინული მხარეც უნდა იყოს ჩართული მესამე პრეზიდენტის საქმეში.

მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, ვერანაირ საფუძველს, თუ რატომ შეიძლება არ იყოს ჩართული უკრაინული მხარე. ვხედავთ, რომ სააკაშვილი ყოველდღიურად ფაქტობრივად დღის წესრიგს უდგენს წარსულ პარტიას და თავის ტკივილია წარსული პარტიისთვის – წარსული პარტია არის ქართული ოცნება, რომელსაც ყველაზე მეტად ეშინია მიხეილ სააკაშვილის ხმის, იმიტომ, რომ მათ ყველაზე კარგად იციან, თუ როგორ უსმენს მის ხმას მთელი მსოფლიო, კარგად იციან მიხეილ სააკაშვილის გავლენა შინ თუ გარეთ.
დაუშვებენ თუ არა ისინი ამ ყველაფერს – ვერ ვხვდები, რა შეიძლება დამაბრკოლებელი იყოს, მაგრამ ერთია მხოლოდ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია პროგნოზირება წარსული პარტიის ქმედებების, რას და როგორ იზამენ ისინი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ფაქტობრივად, არცერთი პოლიტიკოსი არ არისა ამ პარტიაში, აქ არიან ოლიგარქის ბანკის თანამშრომლები, რომლებიც რას, როგორ და როდის იზამენ, პროგნოზს ვერასდროს ვერ გავაკეთებთ,“ – ამბობს სოფო ჯაფარიძე.

თეგები: სოფო ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved