• რეკლამა
  • კონტაქტი
11:55, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:50 09-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

“საკითხი არის ძალიან მარტივად, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში – მისი პოლიტიკური პატიმრობა მოკლე ხნიანი­ იქნება,” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მას არც ამომრჩეველი და არც საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში არსებული პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების გამო ციხეში დიდი ხნით არ დატოვებენ.

გოცირიძე ასევე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, თვითმფრინავი სხვაგან დასვან და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი.”მკითხაობის დონეზე არსებული უამრავი შეფასება მოვისმინეთ, რომ თურმე არ ჩამოვა თვითმფრინავით და სადღაც საზღვრიდან შემოვა, გაჟღერდა ისიც, რომ ხელისუფლება თურმე აპირებს თვითმფრინავი სხვაგან დასვას, ამათ ჭკუა მართლა არ მოეკითხებათ, მაგრამ ეს არის სერიოზული არამარტო საერთაშორისო სკანდალი, არამედ საერთაშორისო დანაშაული.
მითუმეტეს, თვითმფრინავის მანევრირებითაც არის შეზღუდული, რუსეთში მართლა პუტინთან ხომ არ დასვამენ? დარჩა ერევანი, ტრაპზონი, ამინდი რომ არ იყოს, 200 ადამიანს რისკის ქვეშ რომ დააყენებ, ეს წარმოუდგენელი იქნება, მაგრამ ამათ ჭკუა არ მოეკითხებათ. საკითხი არის ძალიან მარტივად, მოდის და მიდის ციხეში.
ქართველი ხალხი, ამომრჩეველი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიხეილ სააკაშვილს ციხეში დიდ ხანს არ დატოვებენ, მისი გათავისუფლება იქნება დროის საკითხი. როგორც შინ, ისე გარეთ ყველამ იცის, საქართველოში არ არსებობს სასამართლო, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია. ამ მოცემულობაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა შეზღუდული იქნება ძალიან მოკლე ხნით,”-განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved