• რეკლამა
  • კონტაქტი
01:21, პარასკევი, 12 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,(სააკაშვილი) ხშირად ამბობდა ხოლმე ორი სიტყვით, რომ ჩვენ ცხინვალში შევალთ ძალიან მალე. როგორი ფორმით ჩემთვის ეს ნამდვილად უცნობია“ – ქარელი

ალია ავტორი - ალია
13:44 03-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22,015

2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში, მიხეილ ქარელმა ,,ოცნების” პატლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობს, ცხინვალის რეგიონში თავდაცვის შეიარაღებული ძალების განთავსების თაობაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, შეიარაღებული ძალების განთავსებამ უფრო გააუარესა რეგიონში არსებული ვითარება და გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია.

“ყველას გვახსოვს აჭარაში განვითარებული მოვლენები, როდესაც ასლან აბაშიძემ დატოვა რეგიონი და სრულიად რეგიონის მმართველობა ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციას დაექვემდებარა. ამის შემდეგ ფაქტობრივად პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად ახსენებდა, რომ შემდეგი ცხინვალის რეგიონია. ცხინვალის რეგიონში რას გულისხმობდა კონკრეტულად ჩემთვის არ იყო ცნობილი.

ჩვენ როდესაც კონფლიქტის ზონაში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე ვსაუბრობდით, ამას ხშირად ამბობდა ხოლმე ორი სიტყვით, რომ ჩვენ ცხინვალში შევალთ ძალიან მალე. როგორი ფორმით ჩემთვის ეს ნამდვილად უცნობია.

შემდეგ როგორც გამოიკვეთა, მან და რამდენიმე კაცისგან შემდგარმა პოლიტიკურმა ელიტამ მიიღეს გადაწყვეტილება თავდაცვის შეიარაღებული ძალების განთავსების რეგიონში. იქიდან გამომდინარე, რომ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი ოსური მხარისგან. ეს პროვოკაციები ყოველთვის არსებობდა და არაფერი განსაკუთრებული და უცხო არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს არც სასურველია და არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ ეს დადებითი პროცესი იყო, პირიქით, ძალიან უარყოფითი პროცესი იყო, მაგრამ პროვოკაციების საფუძველზე ფაქტობრივად შეიარაღებული ძალების განთავსებამ უფრო გააუარესა რეგიონში არსებული ვითარება. როგორც ჭადრაკში ცუგ-ცვანგის პრინციპია, ნებისმიერი ჩვენი სვლა აუარესებდა მხოლოდ ჩვენ მდგომარეობას. ასეთი სიტუაცია შეიქმნა და ფაქტობრივად გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია ამ ჯარების განთავსებამ”, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.

თეგები: მიხეილ ქარელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable
ახალი ამბები

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable

14:51 12-11-2025
„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

12:48 12-11-2025
“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

15:51 12-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved