• რეკლამა
  • კონტაქტი
02:02, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“…სააკაშვილი იქნება გამარჯვებული – მელია წუწუნებს, რომ აქციების გასამართად ფულს არ აძლევენ” – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
03:12 01-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა:

„სააკაშვილს აქვს კონკრეტული რესურსი – ფული და ტელევიზიები, რაც არ აქვს არც მელიას და არც ვინმე სხვას. შესაბამისად, ამ რესურსით ის ყოველთვის ახერხებს ვითარების კონტროლს პარტიის შიგნით. ეს სხვანაირად ვერც იქნებოდა. სხვები, რა თქმა უნდა, დამოკიდებული არიან ამ რესურსზე. აქედან გამომდინარე, მათ არ აქვთ მაინცდამაინც დიდი სივრცე მოქმედებისთვის. ეს არეალი არის უკიდურესად შეზღუდული. ასეთ დაპირისპირებებში ყოველთვის, ციხეში იქნება, კიევში თუ სადმე სხვაგან, სააკაშვილი იქნება გამარჯვებული.

მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ყოფნის პერიოდში მას დაუსუსტდა პოზიციები, მაინც, სწორედ ამ ფინანსებისა და ტელევიზიების გამო მას ეთქმის გადამწყვეტი სიტყვა. მათთან პარტიაში გავრცელებული პრაქტიკაა, რომ როდესაც ვინმე არ მოსწონთ, ან ვინმესი ეშინიათ და საფრთხეს ხედავს სააკაშვილი ვინმეში, საქმეში ერთვებიან კონკრეტული ტელევიზიები და ამით ემუქრებიან პოლიტიკურ ფიგურებს. ემუქრებიან, რომ მოხდება მათი გაქრობა ტელევიზიებიდან და ა.შ. ეს არის მათთან მიღებული პრაქტიკა. თან ფულს არ აძლევენ, ავალებენ აქციების მოწყობას. ამაზე ხშირად წუწუნებენ ხოლმე, განსაკუთრებით მელია, რომ ავალებენ აქციების მოწყობას და ფულს არ აძლევენ და სულ მიდის ამაზე წუწუნი. ასეთი კონფლიქტები აქვთ პარტიის შიგნით, რაც ძალიან კარგია. რაც უფრო სუსტი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო ძლიერი იქნება ქართული დემოკრატია. ეს არის ანტისისტემური პოლიტიკური პარტია. „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება პირდაპირპროპორციულად აისახება ქართული დემოკრატიის გაძლიერებაზე.”

თეგები: ირაკლი კობახიძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved