• რეკლამა
  • კონტაქტი
04:32, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილი დაავადებულია ხელისუფლებაში ყოფნის მძიმე და განუკურნებელი სენით – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
12:06 12-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
209

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილი ყველა შესაძლო მანიპულაციით და სიმულაციით ცდილობს სასამართლოს თავი დააღწიოს და ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

,,სააკაშვილის ავადმყოფობის ფორმა-#100

სააკაშვილი დაავადებულია ხელისუფლებაში ყოფნის მძიმე და განუკურნებელი სენით, რომელიც პაციენტში წლების განმავლობაში ვლინდება სხვადასხვა მწვავე ფორმით რითაც ზიანს აყენებს ქართულ სახელმწიფოს.

მას აღენიშნება სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობისადმი მიდრეკილებები. – ავადმყოფმა სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაამხო და მმართველობას ჩამოაცილა, საკუთარი პოლიტიკური მშობელი, გამზრდელი და მამასავით მზრუნველი შევარდნაძე. მან ასევე ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით დათმო და რუსეთზე გაასხვისა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების 20% (ცხინვალი, აფხაზეთი). მანვე რუსეთს მიყიდა 30 ზე მეტი სტრატეგიული ობიექტი. მას ქონდა ტერიტორიების გასხვისების მეორე მცდელობა (დავით გარეჯის), რომელიც სისრულეში ვერ მოიყვანა ხელუსუფლების დაკარგვის გამო.

საომარ სიტუაციაში აღენიშნება არაადეკვატური შიშები და სიმხდალე, თვითმფრინავის დანახვისას, სამარცხვინოდ, ფორთხავს მიწაზე. მასვე ახასიათებს სასამართლო სისტემის განადგურება და დამორჩილება, ბიზნესის რეკეტი, საზოგადოების გაკულაკების ხარჯზე ბიუჯეტის შევსება, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა პირად კეთილდღეობაზე, სახელმწიფო ქონების დატაცება და მისი გადანაწილება საკუთარ ოჯახის წევრებზე და გარემოცვაზე, ელიტარული კორუფციის დამკვიდრება, პენიტენციურ სისტემაში მმართველობის ისეთი რეჟიმის შექმნა, როგორიცაა წამება, ღირსების შემლახველი არაადამიანური მოპყრობა, ქუჩებში უდანაშაულო ახალგაზრდების ჩახოცვა ქვეყანაში მასობრივი შიშის დანერგვის მიზნით.

უმოკლეს ვადებში, კონსტიტუციისა და კანონების საკუთარ ტანზე მორგება. არჩევნების გაყალბების მრავალმხრივი ნოვაციების დამკვიდრება. ძალაუფლებისაკენ ლტოლვა მას აკარგვინებს წონასწორობას, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებაში მოხვედრის მიზნით უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე და ხდება იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მის ხელისუფლებაში ყოფნას უზრუნველყოფს თუნდაც დროებით.

მისი ექსკლუზივია უპასპორტოდ და უკანონოდ სხვადასხვა ქვეყნებში ფრენა, ასევე საზღვრების უკანონოდ გადაკვეთა, შეჭრა (უკრაინაში). ასევე საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში უკანონოდ შემოპარვა კონტეინერით, განუბაჟებლად რძის პროდუქტის სახით.

დღეის მდგომარეობით, ყველა შესაძლო მანიპულაციით და სიმულაციით ცდილობს სასამართლოს მიერ დაკისრებულ არაადეკვატურ და მსუბუქ სასჯელს მაქინაციებით თავი დააღწიოს და ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდეს“, – წერს კაკაბაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved