• რეკლამა
  • კონტაქტი
11:15, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააღდგომო წირვაზეც წავალ და ვეზიარები კიდეც, ღმერთის სახლში მინდა ყოფნა და ვიქნები”

ალია ავტორი - ალია
01:40 04-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

დეპუტატი ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ეპიდემიის პირობებშიც კი, როცა ადამიანი კეთილ აზრებსა და საქმეებზე უნდა იყოს ორიენტირებული, ჩვენი საზოგადოების ნაწილი ვერ მოერია ცინიზმს, ურთიერთბულინგს, ღვარძლიანობას და შურს.
არ მესმის, რატომ უნდა გაგისკდეს ბოღმისგან გული, თუ კაცმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს 100 000 000 შეწირა, ეს თანხა ხომ საყოველთაო სიკეთეს მოხმარდება, შენ მოგხმარდება, შენი ოჯახის წევრს მოხმარდება, რა გაბრაზებს, რა გაღიზიანებს?!

არ მესმის, რატომ ხდება ასაგდები ერთი უწყინარი სიმღერა, რომელიც ენთუზიაზმით შეიქმნა. გიხარიათ, როცა ადამიანს თქვენი თავდასხმით გული უსკდება, მოგწონთ და გსიამოვნებთ ეს?! მახსენდება, როგორ ხარხარებდა სწორედ ეს საზოგადოება ჩემს ცეკვაზე. მერე ზოგიერთის ცეკვა ვნახე და ვინც დამცინოდა, იმათთან შედარებით ნინო სუხიშვილი ვარ. საიდანაა ჩვენში ამდენი ღვარძლი, რა გვჭირს, რა დაგვემართა?!

მესმის, რომ ეკლესიას ამ ქვეყანაში ბევრი მტერი ჰყავს, მაგრამ უღმერთოებაში ბოლშევიკებს რომ გადაუსწრეს, თვითონ თუ ხვდებიან ამას?!

მე აღდგომაზე წირვასაც დავესწრები და ვეზიარები. არავის არც განვიკითხავ, არც ჭკუას ვასწავლი, არც ვეჩხუბები, ვიმეორებ: წავალ წირვაზე და ვეზიარები. არ მოვწყდები ღმერთს. ვისაც სახლში დარჩენა უნდა, დარჩეს, არ ვფიქრობ, რომ მე სახლშიდარჩენილზე უკეთესი ვარ. უბრალოდ, ღმერთის სახლში მინდა ყოფნა და ვიქნები.

ამ დღეებში ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება. ვისაც ტვინი აქვს, გაჩერდება! დამშვიდდება და თუ მიხვდება, რომ ღმერთს ვერ მოერევა, მისთვის იქნება კარგი.

მოკლედ იმისი თქმა მინდა, რომ კორონავირუსს, თუ ნებისმიერ სხვა ვირუსს ჩვენ მოვერევით არა მხოლოდ ე. წ. სოციალური დისტანცირებით, პირბადეებით, რეზინის ხელთათმანით, ტესტით, მედიკამენტური მკურნალობით, არამედ… სუფთა გულით, სუფთა აზრებით და კეთილი საქმეებით, მადლიერების უნარით, ღვთის რწმენით და არა უაზრო ქილიკით და სხვა ადამიანების დაცინვა-დამცირებით.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved