• რეკლამა
  • კონტაქტი
05:11, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს და­სუს­ტე­ბულ­ი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ კას­ტა ისევ აბან­დებს კა­პი­ტალს სამ­ხრეთ­კავ­კა­სი­ურ ქვე­ყა­ნა­ში, ეკ­ლე­სი­ას­თან და “ძლი­ერ­თა ამა სოფ­ლი­სა“-ნთან შე­თან­ხმე­ბით“ – “Le Monde”

ალია ავტორი - ალია
18:09 08-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
289

“სა­ქარ­თვე­ლო­ში ექს-პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ზე­წო­ლით და­სუს­ტე­ბულ­მა “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ კრი­მი­ნა­ლურ­მა კას­ტამ (მათ სა­ხელ­წო­დე­ბას რუ­სუ­ლი ფეს­ვე­ბი აქვს) ისევ წა­მოს­წია თავი და ისევ აბან­დებს კა­პი­ტალს თა­ვის მშობ­ლი­ურ სამ­ხრეთ­კავ­კა­სი­ურ ქვე­ყა­ნა­ში, თან ეკ­ლე­სი­ას­თან და “ძლი­ერ­თა ამა სოფ­ლი­სა“-ნთან შე­თან­ხმე­ბით“, – ასე იწყე­ბა ფრან­გულ გა­ზეთ “ლე მონდ“-ში (“Le Monde”) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია სა­თა­უ­რით “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“, ანუ ოკულ­ტუ­რი [ფა­რუ­ლი] ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მუდ­მი­ვო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.”

“ამბები” პუბლიკაციის ნაწილის თარგმანს აქვეყნებს:

“დმა­ნი­სი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სი­დან ერთი სა­ა­თის სა­ვალ­ზეა და­შო­რე­ბუ­ლი, ბოლო დრომ­დე ცნო­ბი­ლი იყო რო­გორც მხო­ლოდ შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქა­ლა­ქი, იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი, თუმ­ცა ამ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში ამას წი­ნათ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი, რათა ად­გი­ლობ­რივ ქარ­თულ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა შე­წყვე­ტი­ლი­ყო“, – ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

რო­გორც ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, დმა­ნის­ში მომ­ხდარ­მა კონ­ფლიქტმა სა­გან­გა­შო მო­მენ­ტე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ მმარ­თველ პარ­ტი­ას და მის მთავ­რო­ბას, რო­მელ­საც ოლი­გარ­ქი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აკონ­ტრო­ლებს, კავ­ში­რი აქვს მა­ფი­ას­თან, კრი­მი­ნა­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბით“ არი­ან წარ­მოდ­გე­ნილ­ნი.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ექს-დე­პუ­ტა­ტის კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლი­სა და თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნომ – ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ – დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თა კრი­მი­ნალ მო­ჰა­მად ყურ­ბა­ნოვს, მეტ­სა­ხე­ლად “მაგა რუს­ტავ­სკის“ – მა­ღა­ლი დო­ნის აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ “კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს“, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს. იგი ნა­დირ სა­ლი­ფო­ვის (მეტ­სა­ხე­ლად “გული“) ნა­თე­სა­ვია, რო­მე­ლიც იმა­ვე თურ­ქეთ­ში 2020 წელს მოკ­ლეს“.

“კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ როლი დმა­ნის­ში მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის ჩა­სა­წყნა­რებ­ლად იმის ნი­შა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ არ­სე­ბობს ფა­რუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნუ­ლად არის ჩა­წე­რი­ლი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის კონ­ტექ­სტში. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ­ჟა­მად ორად არის გა­ყო­ფი­ლი – ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ოლი­გარქ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბა­ნა­კად. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვის დრო­ზე ომი გა­მო­უ­ცხა­და “კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ და ისი­ნი, 2005 წელს მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბი­სა და სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვა. ამ ბრძო­ლას იდე­ო­ლო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თიც ჰქონ­და – სა­კი­თხი ეხე­ბო­და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბი­დან პროს­ლა­ვუ­რი, პრო­რუ­სუ­ლი და პრო­სა­ეკ­ლე­სიო ტენ­დენ­ცი­ე­ბის აღ­კვე­თას.

ოპე­რა­ცი­ე­ბის წყა­ლო­ბით სა­ხელ­მწი­ფომ, სხვა ქო­ნე­ბას­თან ერ­თად, ხელთ იგდო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ ზა­ქა­რია (შაქ­რო) კა­ლა­შო­ვის (მეტ­სა­ხე­ლად “შაქ­რო მო­ლო­დოი“) ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი ვილა. ამ­ჟა­მად თვი­თონ შაქ­რო კა­ლა­შო­ვი სა­პყრო­ბი­ლე­ში ზის. დღე­ი­სათ­ვის მისი ვი­ლის ნა­წი­ლი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას უკა­ვია, ნა­წი­ლი კი – ნე­ოკ­ლა­სი­ცის­ტუ­რი სტი­ლით აგე­ბუ­ლი შე­ნო­ბა, ტყე­ში მდე­ბა­რე­ობს და მა­ღა­ლი მე­სე­რი აქვს შე­მოვ­ლე­ბუ­ლი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­ტე­ვის დროს “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბამ მო­ას­წრო და თავს უშ­ვე­ლა – ზოგი უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სეთ­ში და სომ­ხეთ­ში გა­იქ­ცა, ზო­გიც – სა­ბერ­ძნეთ­ში, თურ­ქეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, სა­ე­მი­რო­ებ­ში და აშშ-შიც კი. თუმ­ცა გა­ძე­ვე­ბის შე­დე­გად ისი­ნი მხო­ლოდ და­სუს­ტდნენ და არ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლან.

თე­ო­რი­უ­ლად “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ აღ­თქმას დე­ბენ ხოლ­მე, რომ ღა­რი­ბუ­ლად იცხოვ­რე­ბენ და არ და­ო­ჯახ­დე­ბი­ან. ისი­ნი თა­ვი­ანთ ცხოვ­რე­ბა­სა და საქ­მი­ა­ნო­ბას კრი­მი­ნა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბას უძღვნი­ან, მათ აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ამ­ჟა­მად ცნო­ბი­ლი 450 “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი­დან“ 60% ქარ­თვე­ლია. პო­ლი­ტო­ლო­გის, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის, თორ­ნი­კე გორ­და­ძის აზ­რით, “ასე­თი სი­ტუ­ა­ცია გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მე-19 სა­უ­კუ­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის დროს, ჩა­მო­ყა­ლიბ­და კა­ნო­ნი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ერ­თგვა­რი რე­აქ­ცია, რო­მე­ლიც გა­უ­ა­რეს­და საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში. ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო მხო­ლოდ მა­მა­კა­ცუ­რი კულ­ტით და შე­სა­ბა­მი­სად, “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ ფე­ნო­მე­ნი ქარ­თუ­ლი იდენ­ტუ­რო­ბის ტოლ­ფა­სი გახ­და“.

სხვა­თა შო­რის, გავ­ლე­ნის დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნით, “კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ერთი ძლი­ე­რი ფაქ­ტო­რის – ეკ­ლე­სი­ის მხარ­და­ჭე­რის იმე­დიც აქვთ. თე­ო­ლო­გი ბექა მინ­დი­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ ეკ­ლე­სია და კრი­მი­ნა­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს კარ­გად იც­ნო­ბენ: “სამ­ღვდე­ლო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­პყრო­ბი­ლე­ებ­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა აქვთ. ისი­ნი ურ­თი­ერ­თო­ბას ამ­ყა­რე­ბენ პა­ტიმ­რებ­თან. ნამ­დვილ­მა “კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა“ მი­ნი­მუმ ორი ეკ­ლე­სია მა­ინც უნდა აა­შე­ნოს, მათი სა­ხე­ლე­ბის წა­კი­თხვა ტაძ­რე­ბის კედ­ლებ­ზეც შე­იძ­ლე­ბა“.

“2021 წელს თბი­ლი­სის ეკ­ლე­სი­ებ­ში ჯერ კი­დევ შე­იძ­ლე­ბო­და მო­გეს­მი­ნათ ქა­და­გე­ბა, თუ რო­გორ ადი­დე­ბენ მღვდლე­ბი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ ვაჟ­კა­ცო­ბას“, – ამ­ბობს ბექა მინ­დი­აშ­ვი­ლი და იხ­სე­ნებს: “საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის დროს (1992-2003 წლებ­ში), “კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ უფრო დიდი ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ, ვიდ­რე ეკ­ლე­სი­ას და ამი­ტომ ეკ­ლე­სი­ას მათი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­ლე­ნის და­საბ­რუ­ნებ­ლად, ახლა კი პი­რი­ქი­თაა – “ქურ­დებს ეკ­ლე­სი­ის თა­ნად­გო­მა ჭირ­დე­ბათ“.

დამ­ნა­შა­ვე­ო­ბის სამ­ყა­როს იდე­ო­ლო­გია მრა­ვალ რე­ლი­გი­ურ მითს მო­ი­ცავს: ქა­ლე­ბი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­კე­თის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბას, ტა­ტუ­ი­რე­ბას ჯვრის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით, ზი­ა­რე­ბას, კო­რო­ნა­ცი­ას, ცოდ­ვის არსს (თუ ვინ­მე წე­სებს არ­ღვევს). გარ­და ამი­სა, ხში­რად ქურ­დე­ბის ლი­დერს “მღვდელ­საც“ უწო­დე­ბენ და ა.შ. ასე­თი ლე­გენ­დაც კი არ­სე­ბობს, რომ “ჯვარ­ზე ქრის­ტეს ფე­ხე­ბი მხო­ლოდ ერთი ლურ­სმნით არის მიკ­რუ­ლი, მე­ო­რე ლურ­სმა­ნი “კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ აქ­ვთო“.

სა­ქარ­თვე­ლოს ომ­ბუდსმე­ნის მო­ად­გი­ლის გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძის აზ­რით, “კრი­მი­ნა­ლუ­რი სუბკულ­ტუ­რა ისევ ცო­ცხლობს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­პყრო­ბი­ლე­ე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია უარ­ყოფს იმას, რომ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში ქურ­დე­ბის მხრი­დან შიდა კონ­ტრო­ლი დაბ­რუნ­და, რო­მე­ლიც “დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის“ ფუნ­ქცი­ას შე­ად­გენს (“დამ­კვირ­ვე­ბე­ლი“ ერთ-ერთი პა­ტი­მა­რია, რო­მე­ლიც “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებს).

სა­ერ­თოდ კი, ყბა­და­ღე­ბუ­ლი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ ღირ­სე­ბის კო­დექ­სი უკვე დიდი ხა­ნია აღარ მოქ­მე­დებს. ახლა საქ­მე მხო­ლოდ ფულს ეხე­ბა. ძარ­ცვი­თა და გა­მო­ძალ­ვით მი­ღე­ბუ­ლი ფუ­ლის ერთი ნა­წი­ლი ე.წ. ობ­შაგ­ში შე­დის, რი­თაც კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ფი­ნანსდე­ბი­ან: კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი თვი­თონ სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს და იმ ოლი­გარ­ქს ჰგავს, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც რუ­სეთ­ში ლი­დე­რობ­დნენ – ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც უყ­ვართ ასე­თი გა­მოთ­ქმა: “დღი­სით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვლა­დი­მერ პუ­ტინს აქვს, ღა­მით კი კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“. ამ­ჟა­მად რუ­სე­თის მთე­ლი ეკო­ნო­მი­კა “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ ხელ­შია“, – წერს ავ­ტო­რი.

ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის აზ­რით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ იმი­ჯი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა­სა და გარე გავ­ლე­ნას­თან ბრძო­ლას გუ­ლის­ხმობს, კი­დევ ერთი პა­რა­დოქ­სი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ქარ­თვე­ლი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ უცხო­ე­თის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. “რუ­სე­თი ამ გზით უკვე ერე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მე­ებ­ში, “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ მოს­კო­ვის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბად იქ­ცნენ სო­ცი­ა­ლურ კონ­ფლიქ­ტებ­ში და სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში. “ესე იგი, რაც უფრო სუს­ტია მთავ­რო­ბა, მით უფრო ძლი­ე­რე­ბი არი­ან “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“, – ას­კვნის სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, ჟაკ ფო­ლო­რუ.

წყარო – ამბები

თეგები: კანონიერი ქურდი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved