• რეკლამა
  • კონტაქტი
12:04, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რვა დღე ვიწექი კლინიკაში, რეანიმაციაში აცრილი პაციენტი არ მინახავს” – ამირან გიგუაშვილი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

ალია ავტორი - ალია
18:34 12-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
166

“არ ვაპირებდი დაწერას, მაგრამ ვფიქრობ იმ ადამიანებისთვის ვისაც ჯერ არ გაუვლია ეს განსაცდელი, ან ახლა გადის და ნერვიულობს, მნიშვნელოვანია ჩემი კოვიდგამოცდილება გავუზიარო”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი ამირან გიგუაშვილი წერს საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

“პირველი, თუ მაღალი სიცხეები გაგრძელდა სამი დღე ან მეტი და სატურაცია იკლებს, არ დაიწყოთ ექსპერიმენტები და საკუთარი თავის გამოცდა. ეგრევე გადადით კლინიკაში. შეუძლებელია იმ ჩაღრმავებული მკურნალობის და კვლევების სახლის პირობებში ჩატარება, რასაც კლინიკაში მიიღებთ.

გარდა ამისა, არ დაკარგოთ იმედი და არ გადაწყვიტოთ, რომ უნდა მოკვდეთ. ეგ არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მთავარი იარაღი თქვენს არსენალში. დღეს უკვე იმდენი გამოცდილება დაგროვდა კოვიდის მკურნალობის მიმართულებით, რომ თუ დროულად მიმართავთ ექიმს, აუცილებლად გამოჯანმრთელდებით.

ყველა ექიმი, ექთანი და სანიტარი არის ჩვეულებრივი გმირი. შეუძლებელია იმ შრომის და თავდადების სიტყვებით გადმოცემა, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ ყოველდღიურად.

მე ვნახე სტუდენტები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გიდგამენ სისტემას. გითენებენ ღამეეებს და ცდილობენ გაგახალისონ. შენთან ერთად უხარიათ სატურაციის აწევა და შენთან ერთად ითვლიან პულსს. ვნახე ექიმები ვინც დაღლილობისგან ფეხზე ძლივს დგანან. მინიმუმ ორჯერ აქვთ მოხდილი კოვიდი, მაგრამ მზად არიან ყოველ საათში ერთხელ დეტალურად აგიხსნან, რომელ პროცედურას რა დანიშნულება აქვს და რომელ გადასხმას რა შედეგი უნდა მოჰყვეს. რვა დღე ვიწექი კლინიკაში და არც ვიცი, როგორ უძლებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ასეთ დატვირთვას.

და კიდევ, მე რეანიმაციაში აცრილი პაციენტი არ მინახავს. დარწმუნებული ვარ ჩემმა აცრამ დამიცვა უფრო მეტი გართულებისგან, ამიტომ არავითარი კითხვა არ არსებობს აცრის აუცილებლობასთან და ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით.

სიტყვებით არ შემიძლია გადმოვცე, ის მადლიერება, რასაც თითოეული ზარის და სმს შეტყობინებისას ვგრძნობდი. არსებობს ენერგეტიკა, რომელსაც იქ, პალატაში აუცილებლად გრძნობთ და გაძლიერებთ, თუნდაც ტელეფონზე პასუხის თავი არ გქონდეთ. ყველას დიდი მადლობა მოკითხვის და გვერდით დგომისთვის.

და ბოლოს, უღრმესი მადლობა ჩემს მკურნალ ექიმს, ახალგაზრდა ნიჭიერ და გაბედულ კაცს, ირაკლი გოროზიას. რომ არა მისი რისკიანი გადაწყვეტილებები და თავდაჯერებულობა, არც ვიცი რა და როგორ იქნებოდა. მადლობა თბილისის მედიცინის ინსტიტუტს პროფესიონალიზმისთვის.

დიდი მადლობა ჩემს ძვირფას ექიმს მაკა ლორთქიფანიძეს და რა თქმა უნდა, სამედიცინო ცენტრ ციტოს, რომელიც პირველივე დღიდან ზრუნავდა ჩემზე.

მოკლედ ძალიან გრძელი პოსტი გამომივიდა, მაგრამ ემოციებიც ბევრი დაგროვდა ამ რთულ დღეებში.

ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ.

აიცერით აუცილებლად!”, – წერს ამირან გიგუაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved