ექსპერიმენტულმა რუსულმა ჯგუფმა Shortparis ანტი-საომარი კომპოზიცია Яблонный Сад და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ნამუშევარში ფიოდორ კოზლოვის სახელობის დიდი სამამულო ომის ვეტერანთა გუნდი მონაწილეობს.
კომპოზიციის თავდაპირველი ვერსია ბენდის რიგით მეოთხე ალბომში Яблонный сад შედის, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფის ფრონტმენი, ნიკოლაი კომიაგინი 25 თებერვალს, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ანტი-საომარ აქციაზე დააკავეს. მუსიკოსს ბრალი ტრანსპორტისთვის გადაადგილების შეზღუდვაში დასდეს და 10 000 რუბლით დააჯარიმეს.
ექსპერიმენტული ჯგუფი Shortparis სანქტ-პეტერბურგში 2012 წელს შეიქმნა. კოლექტივს ამ დრომდე 4 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. მუსიკოსები ანტი-სამთავრობო კომპოზიციებით ამ დრომდეც გამოირჩეოდნენ.














კომენტარები