შვედეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, 2 მარტს ოთხმა რუსულმა გამანადგურებელმა ბალტიის ზღვის თავზე შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
“მიმდინარე მდგომარეობიდან გამომდინარე ამ შემთხვევას ძალიან სერიოზულად ვუდგებით” – ნათქვამია განცხადებაში.
შვედეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, გამანადგურებლებმა საჰაერო სივრცე მცირე დროით კუნძულ გოტლანდის ახლოს დაარღვიეს.
შვედეთის საჰაერო სივრცის დარღვევა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მოხდა.
კომენტარები